ზიდანი:„მე ვიყავი ანჩელოტის მოსწავლე და „ბაიერნი“ მასთან ერთად უფრო ძლიერია“
ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ვიცით, რომ „სან მამესზე“ თამაში იოლი არ არის, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და 3 ქულას მოვიპოვებთ.“
„ძალიან დიდი ენთუზიაზმი მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ერთად მოვიგო. ეს იქნება უდიდესი ბედნიერება.“
„ჩემპიონთა ლიგა? ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა, ვინაიდან „ბაიერნთან“ შეხვედრამდე ლა ლიგის რამდენიმე ტური გვაქვს გასამართი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კარლო ანჩელოტის გუნდის სახით უმძიმესი მეტოქე გვეყოლება და სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს.“
„მე ვიყავი კარლო ანჩელოტის მოსწავლე, იტალიელი სპეციალისტისგან უამრავი რამ მაქვს მასწავლი და ყოველთვის მადლიერი ვიქნები. „რეკორდმაისტერი“ ისედაც ყოველთვის ძლიერი იყო, მაგრამ კარლოსთან ერთად განსაკუთრებულია.“
„შანსები თანაბარია. ეს იქნება ორი შეხვედრა, სადაც ფავორიტზე საუბარი ზედმეტია.“
„თუ „ალიანც არენაზე“ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით, ბერნაბეუზე საქმეს გავიადვილებთ.“
„ბეილი დაბრუნდა და გუნდის დახმარება შეუძლია. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, გამოვიყენებ თუ არა BBC-ს.“
„ჩვენზე უდიდესი ზეწოლა მოდის, მაგრამ პროფესიონალები ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყურადღება არაფერს მივაღწიოთ.“
„აპრილის თვე უმძიმესი იქნება. არ გამოვრიცხავ, ამ თვემ თავიდან ბოლომდე გამოგვფიტოს, ვინაიდან ურთულესი შეხვედრების კორიანტელი გველის. ფეხბურთელების როტაცია აუცილებლად დაფიქსირდება.“
„მბაპე? ის ძალიან მომწონს, შესანიშნავი ახალგაზრდაა, მაგრამ ტრანსფერთან დაკავშირებით არაფერი თქმულა, ამაზე საუბარი ნაადრევია.“
„რაფაელ ვარანი „სან მამესზე“ არ იქნება, ჩემი თანამემამულე 100%-ით მზად არ არის, ამიტომ განაცხადში არ იქნება. რაფა მომდევნო ტურში დაგვეხმარება.“
- 17 მარტი 2017
- 8 343
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.