უმძიმესი აპრილი

მადრიდის „რეალს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აპრილის თვე ექნება...

ზინედინ ზიდანის გუნდს აპრილის თვეში 9 შეხვედრის გამართვა მოუწევს და რაც ყველაზე მთავარია, მეტოქეები უდიდეს ძალას წარმოადგენენ.

წლის მეოთხე თვეს „ბლანკოსი“ „ალავესთან“ შეხვედრით დაიწყებს, რომელიც 2 აპრილს შედგება.

მომდევნო მეტოქე „ლეგანესი“ იქნება, რომელიც „ბლანკოსს“ 5 აპრილს უმასპინძლებს.

„ლეგანესის“ შემდეგ, ზინედინ ზიდანის გუნდი საშინაო არენაზე „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 8 აპრილით არის დათარიღებული.

დიეგო სიმეონეს ბარიერის გადალახვის შემდეგ, ზიზუს გუნდს „ბაიერნთან“ მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა 12 აპრილს შედგება.

ლიგის შემდეგ, „ბლანკოსი“ ლა ლიგას დაუბრუნდება და ხიხონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 აპრილს ჩაინიშნა.

„სპორტინთან“ შეხვედრის შემდეგ, ზიზუ კვლავ ლიგას დაუბრუნდება და „ბაიერნს“ მიიღებს. მატჩი 18 აპრილს შედგება.

„ბაიერნთან“ უმძიმესი შეხვედრის შემდეგ, მადრიდელებს „ელ კლასიკო“ ელის. ბერნაბეუზე საფეხბურთო ზეიმი 22 ან 23 აპრილს შედგება.

კატალონიელებთან მატჩის შემდეგ „მერენგები“ „დეპორტივოსთან“ ითამაშებენ. შეხვედრა 26 ან 27 აპრილს შედგება.

და ბოლოს. აპრილის ბოლო მატჩს „რეალი“ „ვალენსიას“ წინაამდეგ გამართავს, ეს მატჩი 30 აპრილს ჩაინიშნა.

  • Hala
  • 17 მარტი 2017
  • 11 864
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)