ზიდანსა და პერესს შორის უთანხმოებაა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ზინედინ ზიდანსა და ფლორენტინო პერესს შორის უთანხმოება...
საქმე ეხება საკითხს, თუ რომელი მეკარე დაიცავს „ბლანკოსის“ ღირსებას მომდევნო სეზონიდან.
ზინედინ ზიდანი ღიად გამოხატავს, რომ კეილორ ნავასის დარჩენა სურს და კოსტარიკელ კიპერს მხარს უჭერს, ფლორენტინო პერესი კი დავიდ დე ხეას დამატებით არის დაინტერესებული.
პრეზიდენტი თვლის, რომ ნავასი ასაკშია და „ბლანკოსს“ 1-2 წელიწადში მაინც მოუწევს ახალ მეკარეზე ფიქრი, ამიტომ სჯობს, ახლავე დაიმატოს დე ხეა და კარის დარაჯის პრობლემა რამდენიმე წლით გადაჭრას.
- 14 მარტი 2017
- 5 680
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.