რამოსი:„მე მადრიდელი ვარ“
სერხიო რამოსი „ბეტისთან“ მატჩში ნამდვილ გმირად მოგვევლინა. ესპანელმა კაპიტანმა გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და ბედნიერი ვარ, რომ 3 ქულის მოპოვება შევძელით. ახლა უკვე ლა ლიგის ცხრილის სათავეში ვართ მოქცეულნი. საკმაოდ რთული თამაში იყო, ვინაიდან „ბეტისი“ თავის დაცვას უდიდეს რესურსს ახმარდა, მაგრამ ვცდილობდით, მომენტები შეგვექმნა და გოლები გაგვეტანა.“
„არ ვთვლი, რომ „რეალმა“ სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა, გაცილებით მეტი ეფექტურობა გვმართებს, მაგრამ მიღწეული შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.“
„ბერნაბეუზე უდიდესი მოთხოვნებია, გულშემატკივრები ყოველთვის უკეთეს გამოსვლას ითხოვენ. მე მადრიდელი ვარ და ყოველთვის მზადყოფნას ვაცხადებ იმისათვის, რომ „ბლანკოსის“ წარმატებისთვის ვიბრძოლო.“
„მსურს აღვნიშნო კეილორ ნავასის საოცარი გამოსვლა, რომელმაც გუნდს 3 ქულა გადაურჩინა. ვთვლი, რომ კოსტარიკელმა კარის დარაჯმა ფორმის პიკს მიაღწია და სეზონის დასკვნით ეტაპზე ეს გარემოება ხელს შეგვიწყობს.“
„დროა, ლა ლიგა მოვიგოთ, ვინაიდან რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შიდა ჩემპიონატში წარმატებას მივაღწიეთ. მადრიდელი გულშემატკივარი თასს იმსახურებს, ამიტომ ძალისხმევას არ დავიშურებთ.“
„კატალონიის „ბარსელონას“ 2 ქულით ვუსწრებთ, თან ერთი შეხვედრა რეზერვში გვაქვს, ამიტომ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.“
- 13 მარტი 2017
- 2 857
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.