დე ხეა, დიბალა, აზარი ... პერესმა სია ჩამოწერა
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მომდევნო ზაფხულის ძალიან სერიოზული ტრანსფერების გაჩარხვას გეგმავს...
პერესის უპირველესი კანდიდატი დიბალაა, რომელიც „იუვენტუსში“ შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს. პრეზიდენტს ასევე სურს დავიდ დე ხეას და ედენ აზარის დამატება.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მერენგების“ ხელმძღვანელობამ ფაბიო კოენტრაუს გაშვება და მის ადგილზე რიკარდო როდრიგესის მოყვანა გადაწყვიტა. ამასთანავე გადაწყვეტილია ხესუს ვალიეხოს დაბრუნებაც.
ამასთანავე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება დე ბრუინზე, რომელსაც ფლორენტინო ისკოსა და ხამესის შემცვლელად მოიაზრებს, თუმცა რამდენად მოხერხდება ბელგიელთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჯერ-ჯერობით უცნობია.
არაოფიციალური ინფორმაციით, „ბლანკოსი“ გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ მინიმუმ 170-180 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ „ბლანკოსს“ 4-5 ფეხბურთელი გამოაკლდება.
- 12 მარტი 2017
- 7 726
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.