ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის ,,რეალი" უკვე კვირა დღეს უბრუნდება ვარჯიშს ძალიან კარგ ხასიათზე იმიტომ, რომ გუნდმა ,,ხერესს" დამაჯერებლად მოუგო. საბედნიეროდ გუნდთან ერთად ბენზემამ და გუტიმ ივარჯიშეს, ხოლო სატრენაჟორო დარბაზში კი რჩებიან: დუდეკი, მეტცელდერი და პეპე.
გუტი ,,ხერესთან" მატჩში არ გამოჩენილა, რადგან მცირე ტრვმა ჰქონდა მიღებული, მაგრამ დღეს მან ივარჯიშა და სავარაუდოდ ,,ლიონში" გაემგზავრება, ხოლო რაც შეეხება ბენზემას მასაც ჰქონდა გარკვეული ტკივილები ფეხში და ამ ვარჯიშზეც არ უვარჯიშია სრული დატვირთვით, მაგრამ ის მაინც იმედოვნებს საფრანგეთში გაფრენას. ტრავმირებულთა სიაში კი როგორც ვახსენე რჩებიან მეტცელდერი, დუდეკი და პეპე.
ამის გარდა, დღეს ვარჯიშში მადრიდელები ორ გუნდად დაიყვნენ. პირველ გუნდში გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელები ასპარეზობდნენ ხაბი ალონსოს გარდა, რომელიც აღდგენით კურსებს გადიოდა, ხოლო მეორე გუნდს კი სათავეში ხოსე კაბელო ედგა.
კასილასი და ადანი კი მეკარეთა მწვრთნელ ხოსე მანჩისიდორთან ერთად ვარჯიშობდნენ.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 14 თებერვალი 2010
- 1 609
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.