კარვახალი:„პირველი ტაიმის შემდეგ ზიდანმა გასახდელში საოცრებები თქვა“
დანიელ კარვახალმა „ნაპოლის“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„პირველ ტაიმში იტალიურმა გუნდმა საოცარი ზეწოლა მოახდინა, რასაც ხელი გულშემატკივართა უდიდესმა არმიამაც შეუწყო. „ნაპოლი“ ბოლომდე იბრძოდა და ერთი გოლის გატანაც შეძლო, რამაც სიტუაცია უკისურესად დაძაბა.“
„45 წუთის გასვლის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა გასახდელში საოცრებები თქვა, რამაც ძალიან დიდი მუხტი მოგვცა. მოგვეხსნა ფსიქოლოგიური წნეხი და მოედანზე გაცილებით დიდი შემართებით შევედით.“
„მთავარი ის არის, რომ რამოსმა დუბლი შეასრულა, რასაც ალვაროს მორატას მესამე გოლი მოჰყვა და 1/4 ფინალში ვართ.“
- 8 მარტი 2017
- 7 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.