ზიდანი:„მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელი ძალიან დათრგუნულია“
ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„სანამ პრესკონფერნეციას დავიწყებ, მინდა აღვნიშნო, რომ მადრიდის „რეალის“ თითოეული ფეხბურთელი დათრგუნულია და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაიმონდ კოპას გარდაცვალების გამო, ის იყო სამეფო კლუბის ლეგენდა.“
„ძალიან კარგად ვიცით, რისი მიღწევა შეგვიძლია, თუ 100%-ით დავიხარჯებით და 90 წუთის მანძილზე ტემპს შევინარჩუნებთ. აუცილებელია ჟინით თამაში.“
„როდესაც ვარჯიშები სრულდება, ხშირად ვიკრიბებით და ერთ ოთახში განვიხილავთ იმ შეცდომებს, რომელსაც ვუშვებთ. ეს ინფორმაცია საიდუმლოა და ჩვენს გარდა არავინ იცის. ფეხბურთელებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს.“
„კრიშტიანო რონალდუმ დღევანდელ ვარჯიშზე დისკომფორტით შეასრულა დავალებები. ჯერ-ჯერობით არ გადამიწყეტია ითამაშებს თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელი.“
„24 ფეხბურთელი მყავს და მაქსიმალურად ვცდილობ, შანსი ყველას მივცე. ხვალ საუკეთესო თერთმეტეულმა უნდა იასპარეზოს.“
„მე არ ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალი“ კრიზისშია. მცირე ჩავარდნისგან არავინაა დაზღვეული, ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს.“
„წინა ტურებში „ვალენსიასთან“, „ვილიარეალთან“ და „ლას პალმასთან“ მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ ვმდგარვართ, თუმცა მომატება შეგვიძლია.“
„ძალიან მიხარია, რომ ფერნანდო ტორესის დარტყმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ესპანელი ფეხბურთელი დროულად შეძლებს მოედანზე გასვლას. საჯაროდ მსურს, მხარდაჭერა გამოვუცხადო ფერნანდოს.“
- 3 მარტი 2017
- 4 755
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.