ზიდანი:„მატჩის შემდეგ ბეილი მოვიდა და ბოდიში მოიხადა“

„ლას პალმასთან“ დასანანი ყაიმის შემდეგ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა...

„მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში არაერთი მომენტი შევქმენით, ტაბლოზე ფრე ფიქსირდებოდა, მეორე ტაიმში კი ყველაფერი აირია. გუნდმა დიდი ძალისხმევა გაიღო იმისათვის, რომ 1:3-იდან 3:3 დაეფიქსირებინა.“

„რამდენიმე შეხვედრაში ქულები დავკარგეთ, რაც უკვე აისახა იმაზე, რომ ლიდერის სტატუსს აღარ ვფლობთ, ამიტომ მომდევნო შეხვედრების დიდი კონცენტრაციით ჩატარება გვმართებს.“

„სტარტი მაინც არ მომეწონა. თამაში მაღალ ტემპში დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მოვუკელით, რამაც დაღი დაგვასვა. ჩვენ რომ პირველ ტაიმში კიდევ გაგვეტანა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა და ამაში დარწმუნებული
ვარ.“

„მსაჯებზე საუბარი არ მსურს. ვთვლი, რომ გუნდს გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინა, ამ შემთხვევაში მსაჯის გადაწყვეტილებებს ამხელა მნიშვნელობა აღარ მიენიჭებოდა.“

„ვერ ვიქნები იმით კმაყოფილი, რასაც ამ ბოლო დროს ვაკეთებთ. მომდევნო შეხვედრებში გუნდს გამოფხიზლებისკენ მოვუწოდებ.“

„ის, რაც ბეილმა გააკეთა დიდი შეცდომაა. უელსელმა მთელ გუნდს ბოდიში მოუხადა.“

„ლიდერები აღარ ვართ, მაგრამ ერთი მატჩი რეზერვში გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.“

  • Hala
  • 2 მარტი 2017
  • 11 335
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)