გრანერო:"შევეცდები "ლიონსაც" გავუტანო"
მას შემდეგ, რაც ძირითად შეამდგენლობას ხაბი ალონსო, კაკა და გუტი დაუბრუნდნენ თითქოსდა ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ გუნდს ერთი მაინც აკლდა და ეს ერთი პელეგრინის ყველაზე ფუნდამენტური შეგირდი ესტებან გრანერო იყო.
"ესპანიოლთან" ძალიან კარგად ითამაშეთ, ეს თქვენი საუკეთესო მატჩი იყო მადრიდში?
– ყველა ის შეხვედრა, რომელიც მადრიდის "რეალის" რიგებში ჩავატარე, ძალიან მნიშნველოვანი და დასაფასებელია. ითამაშო ასეთ დიდ კლუბში და თან ისეთ პოზიციაზე, როგორიც შემტევი ნახევარმცველია, პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.
ძალიან კარგად ათამაშდით, ნელ–ნელა ძირითადი შემადგენლობის წევრი ხდებით...
– ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ერთი ან ორი თამაშით ფეხბურთელის შეფასება არასწორია. იმედი მაქვს სამეფო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გავხდები, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო. მას შემდეგ, რაც სათამაშოდ "ბლანკოსში" გადმოვედი, ჩემი ცხოვრება ერთი–ორად შეიცვალა და გაუმჯობესდა.
გულშემატკივარი თქვენს სასტარტო თერთემეტეულში მოხვედრას მოითხოვს. ალბათ ძალიან გიხარიათ...
– ფანების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ისეთი გულშემატკივარი, როგორიც მადრიდის "რეალს" ყავს არსად არ მეგულება, "ინჩასები" მაშინ გიდგანან გვერდში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდება, ამისთვის ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი.
უკვე ორი შეხვედრაა, რაც პელეგრინი ძირითად შემადგენლობაში გათამაშებთ. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ და მოიკიდებთ ფეხს სამეფო კლუბის სასტარტო თერთემეტეულში?
– ეს ჩემი ყველაზე თამამი ოცნებაა. იმედი მაქვს ეს ასეც მოხდება და ესტებან გრანერო მადრიდის "რეალის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩემი ნომერ პირველი მიზანია.
პირველ გუნდში კანტერანოებიც არიან?
– დიახ, ეს მე ძალიან მსიამოვნებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარება და სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ, ისეთ გუნდებთან თამაში კი, როგორიც "ხერესია მათთვის ყველაზე დიდი შანსია. მე მხოლოდ 22 წლის ვიყავი, როცა კანტერადან მთავარ გუნდში გადმომიყვანეს, შემდეგ კი "ხეტაფეში" გამასხვისეს.
მუდნიალზე ოცნებობთ?
– ეროვნული ნაკრები? ეს დიდი შანსია, შანსი? ეს მიზანია... რა თქმა უნდა, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა. ითამაშო ისეთი ქვეყნის ძირითად შემადგენლობაში, როგორიც ესპანეთია, ეს ძალიან დიდი პატივი და ურთულესი შესასრულებელია. მუდნიალზე, თუ ვერ წავალ გული მაინც არ დამწყდება, მე ძალიან ახალგაზრდა ვარ და "თეთრებში" თამაშითაც სრულიად კმაყოფილი ვარ.
რომელი გოლი უფრო მნიშნველოვანი იყო, "მალიორკასთან", თუ "დეპორთან"?
– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველი გატარებული წამი სამეფო კლუბში, ყოველი გატანილი გოლი ამ გუნდის შემადგენლობაში ძალიან ძვირფასი და დასამახსოვრებელია.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ძირითად შემადგენლობაში იგუაინმა უნდა ითამაშოს, თუ ბენზემამ?
– ეს პელეგრინის გადასაწყვეტია. ჩემთვის არანაირი მნიშნველობა არა აქვს ძირითად შემადგენლობაში რაული იქნება, რონალდო, ბენზემა თუ იგუაინი, მთავარია გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ასე, რომ მთავარი გუნდური მიღწევაა და არა პიროვნული.
რას გრძნობთ, მაშინ როდესაც ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან გიწევთ კონკურენცია, როგორიც ხაბი ალონსოა, კაკა ანდაც გუტი?
– ყველა მათგანი არაორდინალური შესაძლებლობების ფეხბურთელი და ადამიანია. მათთან კონკურენცია ძალიან რთული და ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ თუ მოვინდომებ ყველაფერს მივაღწევ. გუტის, ხაბის და რიკის კონკურენტებად არ მივიჩნევ, მე ყველაფერს მათგან ვსწავლობ.
გუნდი შეთამაშდა?
– სრულად არა, მაგრამ სეზონის დასაწყისთან შედარებით ყველაფერი კარგად მიდის. ბოლო შეხვედრებში კარგად გამოჩნდა, რომ გუნდი შეთამაშებულია, ბურთს მშვენივრად ვაკონტროლებთ, უკანა ხაზშიც ნაკლები პრობლემაა, ეს კი იმის ნიშანია, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელები ერთ მუშთად შეკრა. ჩვენი წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ ჩილელი სპეციალისტია, პელეგრინი ძალიან დაგვიახლოვდა, შეგვათამაშა და საუკეთესო ტაქტიკაც შეგვითავსა.
ლასი, თავს როგორ გრძნობს, მან ბოლო ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა...
– ლასი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ითამაშებს თუ არა ამას დაზუსტებით ვერავინ ვერ იტყვის, ყველაფერი მანუს გადასაწყვეტია. იმედია პელეგრინი დიარას შანსს მისცემს და ძირითად შემადგენლობაში ადგლსაც გამოუძებნის.
მადრიდის "რეალი" ფორმაში შედის...
– მართალია, ეს ყოველ შეხვედრაში იგრძნობა. გუნდი ნელ–ნელა უმატებს და უახლოეს მომავალში სერიოზულ წარმატებებსაც ველოდებით. რაც მთავარია ლაზარეთი დაცარიელდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიდან თითქმის ყველა სრულად გამოჯანმრთელდა.
"ატლეტიკოს" უგულშემატკივრებთ?
– რა თქმა უნდა, "ბარსელონასთან" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემპიონობისთვის ასეა საჭირო. "ატლეტიკო" არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ დასუსტებული "ბლაუგნარას" დაჩოქება შესაძლებელია.
"ლიონთან" ძალიან რთული შეხვედრა გელით...
– მართალია, ძალიან რთული და მნიშნველოვანი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. შევეცდები თავი გამოვიჩინო და გოლი ფრანგებსაც გავუტანო.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
ავტორი: Kevlisha
- 13 თებერვალი 2010
- 1 703
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.