მოდრიჩი:„პრობლემები დაბალმა ტემპმა შექმნა“
ლუკა მოდრიჩმა „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ შეხვედრა შეაფასა...
„რთული მატჩი გამოდგა. მასპინძლებმა აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზეს, ისინი ყველა ბურთისთვის უშეღავათოდ იბრძოდნენ.“
„აუცილებლად აღსანიშნავია, რომ დაბალ ტემპში ვთამაშობდით და ეს ასპექტი უნდა გამოვასწოროთ. როგორც კი შეტევებს მოვუმატეთ და სწრაფი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, გოლების გატანა მოვახერხეთ.“
„ჩემი აზრით, 3 დღეში ერთხელ თამაში იოლი არ არის, ვინაიდან ეს ყველაფერი დიდ სამუშაოებთანაა დაკავშირებული.“
- 27 თებერვალი 2017
- 2 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.