„ლას პალმასთან“ შეხვედრისთვის მზადება დაიწყო
ზინედინ ზიდანმა გუშინდელი მომქანცველი შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ მისცა და „ლას პალმასისთვის“ მზადება დაიწყო...
ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, დღეს ნაკლებად დაიტვირთნენ, სხვა შეგირდებმა კი სრულფასოვანი სესია ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ზიზუმ გუნდში რამდენიმე კასტილიელსაც უხმო.
დანილომ და კოენტრაუმ ინდივიდუალური დატვირთვით ივარჯიშეს, რაფაელ ვარანი კი აღდგენით პროცესს განაგრძობს.
გარეთ ბეილმა დღევანდელ ვარჯიშზე დიდი დატვირთვა არ მიიღო, თუმცა ეს გუშინდელი მძიმე დარტყით არ იყო განპირობებული. უელსელი ფეხბურთელი ხვალინდელ სესიაში მონაწილეობას მიიღებს.
შეგახსენებთ, „ლას პალმასთან“ პაექრობა ოთხშაბათს გაიმართება.
- 27 თებერვალი 2017
- 1 690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.