„სელტასა“ და „რეალის“ შეხვედრა შესაძლოა დიდი ხნით გადაიდოს
„მარკა“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, „სელტასა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრა შესაძლოა დიდი ხნით გადაიდოს.
გამომდინარე, დაძაბული კალენდარიდან, მადრიდის „რეალს“ „სელტასთან“ შეხვედრის გამართვის ოპტიმალური თარიღის მოძიება უჭირს.
მარტის და აპრილის თვე გუნდს ძალიან დაძაბული აქვს. აღსანიშნავია, რომ აპრილში მხოლოდ ლა ლიგაში გუნდმა 7 პაექრობა უნდა გამართოს, რასაც შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური და წარმატების შემთხვევაში ნახევარფინალებიც დაემატოს, ამიტომ გამოტოვებული შერკინება სავარაუდოდ მაისში გადაიწევს.
- 24 თებერვალი 2017
- 4 329
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.