მორატა წასვლას გეგმავს
„მარკას“ ინფორმაციით, ალვარო მორატას „რეალიდან“ წასვლა გადაწყვეტილი აქვს და გეგმებს ალაგებს...
ესპანელი ფორვარდი „რეალში“ არსებული სიტუაციით ძალიან უკმაყოფილოა და თვლის, რომ გაცილებით მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალვარო „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე ფიქრობს. თავის მხრივ, არც იტალიური გუნდია მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მორატაზე პრეტენზიას „ჩელსი“ აცხადებს, რომელიც მზად არის, „რეალს“ 50 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა თავად ფეხბურთელს ინგლისისკენ გული არ მიუწევს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 24 თებერვალი 2017
- 3 696
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.