მადრიდის რეალის ლეგენდა ლუის მალოუნი გარდაიცვალა
მადრიდის რეალის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ 12 თებერვალს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი ლუის მალოუნი.
ლუისი დაიბადა სანტა კრუზში (ტენერიფეში) 1925 წლის 12 მაისს. ის მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა 10 სეზონის განმავლობაში (1946/47 - 1955/56), იყო "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი (1974, 1977-1979, 1982 და 1985/86), აგრეთვე იყო კლუბის სპორტული დირექტორი 1986-1990 წლებში. როგორც ფეხბურთელმა მან ორჯერ მოიგო ლა ლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ კოპა დე ლა რეი. ხოლო მწვრთნელის რანგში მისი მონაგარი უფრო დიდი გახლდათ: 3 ლა ლიგას თასი, 2 ჩემპიონთა ლიგის თასი და 2 კოპა დე ლა რეი.
ავადმყოფობისას მალოუნი სან მიგელ დე ლას პალმას საავადმყოფოში იწვა. მას დღეს მადრიდის დროით 23:00-ზე დაკრძალავენ, რომელსაც მადრიდის რეალის წარმომადგენლებიდან ემილო ბუტრაგენიო და ამერიკო ამარო დაესწრებიან.
მადრიდის რეალის ფეხბურთელები კი დღეს სათამაშოდ შავი სამკლაურებით გავლენ და პატივს მიაგებენ ლუის მალოუნს, რომელმაც თავისი ეპოქა შექმნა მადრიდის რეალში.
- 13 თებერვალი 2010
- 1 663
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.