ნეგრედოს მატჩის შემდგომი კომეტარი
ალვარო ნეგრედომ თავისი დებიუტი სანტიაგო ბერნაბეუზე გოლით აღნიშნა.
"მე გაოცებული ვარ. ჩემი დებიუტი სანტიაგო ბერნაბეუზე გოლით აღვნიშნე და მე ძალიან გახარებული ვარ. წინა სეზონში არც მეგონა თუ მადრიდის "რეალის" მაისურს ჩავიცამდი. ეს ასე მოხდა, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება "მადრიდისტა" ვიყავი."
"მე თავდაუზოგავად ვივარჯიშებ, რადგან მინდა აქ დავრჩე და კლუბის ისტორიაში ჩემი სახელი დავტოვო, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება."
"გუშინ მე 17 ნომერი მაისურით ვითამაშე, რადგან მიყვარს ეს ციფრი და ხელმძღვანელობას ვთხოვე ჩემთვის ნომერი შეეცვალთ. ვფიქრობ "26"-ს, "17" ჯობია."
"მე ძალიან მინდა ყველა გუნდს გავუტანო, რომელიც ჩვენ შეგვხვდება, განსაკუთრებით კი "იუვენტუსს". "იუვე" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. ეს მატჩი შესანიშნავი იქნება და ვფიქრობ ჩვენ შევძლებთ ფინალში გასვლას."
სტატიის ავტორი: El Gio
- 29 ივლისი 2009
- 3 929
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.