ზიდანი:„ვარანმა საშინელი ფეხბურთი ითამაშა“
ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ წაგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„დიდებული შანსი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და ლა ლიგაში სიტუაცია უკიდურესად დავძაბეთ. მევთვლი, რომ პირველ 10 წუთში ყველაფერი დამთავრდა. ბრძოლა ნამდვილად მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეულმა ხარვეზებმა მატჩი წაგვაგებინა.“
„იძულებული ვარ, მარცხს შევეგუო, „ვალენსიას“ კი გამარჯვება მივულოცო. ადგილობრივებმა საოცრად ითამაშეს და მონდომება ეტყობოდათ.“
„გუშინდელი გადასახედიდან ლა ლიგის მოგება გაცილებით იოლი იყო, ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. აუცილებელია, რომ ეს შეხვედრა დავივიწყოთ და მომდევნო პაექრობებზე ვიფიქროთ.“
„რაფაელ ვარანის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, რაც პირველ რიგში მისმა მცირე დისკომფორტმა განაპირობა, რომელიც მატჩის წინ დაფიქსირდა. ფრანგი შევცვალე და მოედანზე ნაჩო შევუშვი.“
- 23 თებერვალი 2017
- 7 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.