ზიდანი:„რონალდუ ბოლომდე მზად არ იყო“
ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„გზავნილი ყოველთვის ერთი და იგივეა. დიდი გამოწვევა გვაქვს, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ. „ვალენსია“ ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთანაც დიდი ბრძოლაა საჭირო.“
„ვალენსიელთა სტადიონზე გამარჯვება იოლი როდია. „მესტალიაზე“ ადგილობრივ გუნდს არაერთი კოლექტივი დაუმარცხებია. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ იმისათვის, რომ „ვალენსიას“ 3 ქულა წავართვათ.“
„არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, თუ რა მოხდება ზაფხულში, რადგან ამაზე ჯერ-ჯერობით არავინ ფიქრობს. ერთადერთს გეტყვით, გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კოლექტივი კონკურენტუნარიანი იყოს.“
„24 ძალიან კარგი ფეხბურთელი მყავს. კალენდარი ძალიან მჭიდროა, ამიტომ ვცდილობ, შანსი ყველას მივცე.“
„მოთამაშეებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ვცდილობ, ისინი ფსიქოლოგიური წნეხისგან გავათავისუფლო.“
„ვერ შევადარებ იმ გუნდს, რომელშიც მე ვთამაშობდი და ამ კოლექტივს. განსხვავებები დიდია.“
„არ ვიცი, ვინ როგორ თვლის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ „ბარსელონას“ კრიზისი გამოგონილი ფრაზაა.“
„ისკოს დიდ პატივს ვცემ და ეს მან იცის. ალარკონს კარგად ესმის, რომ მუდმივად სასტარტოში ვერ გამოჩნდება.“
„კრიშტიანო რონალდუ ბოლომდე მზად არ იყო, თუმცა დღევანდელი სესიით კმაყოფილი ვარ, ის მოედანზე გავა.“
„გარეთ ბეილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია. არ ვიცი იასპარეზებს თუ არა ძირითადში.“
„რონალდუს საყვარელი პოზიცია ცენტრ-ფორვარდი არ არის, მას უყვარს იქ დგომა, საიდანაც 400 გოლი გაიტანა.“
„თებერვლის თვეში ორ მატჩს გავმართავთ, ორივე დაპირისპირება გასვლაზე იქნება, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს. მიმდინარე და მომდევნო თვე ბევრ რამეს გადაწყვეტს, ამიტომ ყურადღებას არ გავფანტავთ.“
- 21 თებერვალი 2017
- 8 031
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.