გრანერო ისევ სასტარტოში

სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ესტებან გრანერო მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს და ყველას უმტკიცებს, რომ ღირსია "რეალში" თამაშის და ის ნამდვილი მადრიდისტაა...

როდესაც სეზონი დაიწყო ახალგაზრდა კანტერანო ხშირად ხვდებოდა რეალის სასტარტოში, ან შემოდიოდა მეორე ტაიმში, შემდეგ მისი პოზიციები ცოტა შესუსტდა და რამდენჯერმე სკამზე დაწყებული თამაში სკამზევე დამთავრდა. ესტებანი ერთხელ ჯურნალისტებთანაც კი გამოვიდა და განაცხადა, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროებოდა.

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ გრანეროს მისცა შანსი, რომელიც ესტებანმა შესანისნავად გამოიყენა, იგი უკვე რამდენიმე მატჩია ძირითად შემადგენლობაში ხვდება და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუ კანტერანო ვერ იტანს გოლს, საგოლე პასის გარეშე მაინც არ ტოვებს მოედანს, დეპორტივოსთან მატჩში მან იდეალურად ითამაშა, გააკეთა საგოლე პასები და გაიტანა გოლი. ასევე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა მალიორკასთან და ესპანიოლთან.

დღევანდელ მატჩში როგორც ჩანს მანუელი კვლავ ენდობა გრანეროს, რადგან ჩილელი ძალიან მოხიბლულია ახალგაზრდა ესპანელის ამ დროინდელი ფორმით და არ აპირებს ფეხბურთელის კონდიციაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენას. თანაც ხერესი არ არის რთული მეტოქე და პელეგრინის თავისუფლად შეუძლია ახალგაზრდებზე შანსის მიცემა.

As-ის და Marca-ს ცნობით დღეს ესტებანი კვლავ იქნება სასტარტო შემადგენლობაში, ეს საინფორმაციო წყაროები კი იშვითად ცდებიან. ელ ჩაპინზე გრანერო კიდევ ერთხელ ეცდება საკუთარი თავის კარგად წარმოჩენას და მწვრთნელის ნდობის გამართლებას.

  • Hala
  • 13 თებერვალი 2010
  • 1 480
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)