ვან დერ ვაარტი: ბოლომდე დავიხარჯები
სამეფო კლუბის ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა განაცხადა, რომ იგი უკვე მწყობრშია და მზად არის ბოლომდე დაიხარჯოს ხერესის წინააღმდეგ მატჩში...
"ჩვენი მეტოქე ლა ლიგის ყველაზე სუსტი გუნდია, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ იოლი გასეირნება გველოდება. საკუთარ კედლებში ნებისმიერი კლუბი სახიფათოა, მათ შორის შედის ხერესიც, რომელიც თითოეული ქულის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლებს".
"ტრავმა მოვირჩინე და გახარებული ვარ. შემიძლია 90 წუთის მანძილზე თამაში და საკუთარი გუნდის დახმარება, მე ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი შესული, როდესაც მივიღე დაზიანება და ეს ჩემთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, მაგრამ ცუდი უკვე უკან მორჩა და ეხლა მზად ვარ ისევ ვითამაშო და ყველას დავუმტკიცო, რომ VDV კვლავ ფორმაშია"-განაცხადა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა.
- 13 თებერვალი 2010
- 1 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.