დანი ალვეში:„რონალდუ მოატყუეს, ის კი ჩემზე გაბრაზდა“
დანიელ ალვეშმა კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა...
„რონალდუ ჩემი მეტოქე არაერთ გუნდში ყოფილა, ჩვენ შორის დაძაბულობა ხშირად ფიქსრიდებოდა, განსაკუთრებით ამის თქმა მოედანზე შეიძლება, მაგრამ მე დიდ პატივს ვცემ კრიშტიანოს. ვიმეორებ, დიდ პატივს ვცემ რონალდუს და ვთვლი, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელიც საკუთარი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს.“
„2015 წელს საკმაოდ ცუდი ფაქტი დაფიქსირდა. ჩემი ინტერვიუ პრესამ არასწორად გააჟღერა, კრიშტიანო მოატყუეს, მან კი ყველაფერი დაიჯერა და ჩემზე გაბრაზდა, სწორედ ამიტომ არ მომესალმა გალადჯილდოვებაზე.“
„კატალონიის „ბარსელონა“? ესპანეთიდან ძალიან ცუდი განწყობით წამოვედი, რადგან მე იქ არ დამაფასეს და წლების მანძილზე მესმოდა, რომ კლუბს მალე დავტოვებდი. ეს არ არის პროფესიონალური მიდგომა.“
„მეტსაც გეტყვით, ხელმძღვანელობა ჩემთან მიმართებაში უმადურად მოიქცა.“
- 20 თებერვალი 2017
- 11 630
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.