ზიდანი „ბარსელონას“ ისტორიული რეკორდის დასამხობად ემზადება
ზინედინ ზიდანს ისტორიული შანსი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს...
მოგეხსენებათ, „ესპანიოლთან“ მატჩში მადრიდის „რეალმა“ საკუთარი, საუკუნოვანი რეკორდი მოხსნა, რომელიც ზედიზედ 42 მატჩს, გატანილი გოლებით ითვალისწინებდა. უკვე 42 მატჩი ითამაშა „ბლანკოსმა“ ისე, რომ მოედანი გოლის გარეშე არ დაუტოვებია.
წინ კი „ბარსელონას“ რეკორდია, რომლის საუკეთესო მაჩვენებელი ნახევარ საუკუნეზე მეტის წინ დაფიქსირდა. კატალონიელები ზედიზედ 44 პაექრობით იწონებენ თავს.
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსი“ ვალენსიას“ და „ვილიარეალს“ გაუტანს, „ბლაუგრანას“ რეკორდი გამეორებული იქნება, ხოლო „ლას პალმასთან“ გატანის შემთხვევაში, ზინედინი რეკორდს დაამხობს.
- 20 თებერვალი 2017
- 7 505
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.