"ხერესი"–"რეალი" (პრევიუ)
მატჩი ხერესი V.S მადრიდის რეალი.
მოედანი ელ ჩაპინი.
დრო 2010 წლის 13 თებერვალი, შაბათი, 23:00
ლა ლიგა ესპანეთი.
დღეს საღამოს, "ელ ჩაპინზე" ძალიან საინტერესო მატჩი შედგება, ერთმანეთს ადგილობრივი "ხერესი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან. მასპინძელთა გუნდი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, "ხერესი" პრიმერა დივიზიონის უპირობო აუტსაიდერად მიიჩნევა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, ის მატჩი "თეთრების" დამაჯერებელი გამარჯვებით 5–0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ იმ თამაშში მე–5 გოლი ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ რუდ ვან ნისტელორიმ გაიტანა.
რა შეგვიძლია ვთქვათ მასპინძელთა გუნდზე?! ლა ლიგის დებიუტანტი და უპირობო აუტსაიდერი, ეს გუნდი საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს. "ხერესი" არც დიდი შედეგიანობით გამოირჩევა, "სარაგოსასთან" ერთად ყველაზე გატანილი გოლი და ყველაზე ბევრი გაშვებული გოლი სწორედ ამ გუნდს აქვს.
შეიძლება ითქვას, რომ გალისიური კლუბი 2010 წელს უფრო კარგად ასპარეზობს, ვიდრე სეზონის დასაწყისში. გუნდმა რამოდენიმე ახალი ფეხბურთელი შეიძინა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ხერესში" ძირეული ცვლილებები მოხდა. "ელ ჩაპინს" სამეფო კლუბი ისტორიაში პირველად ეწვევა.
მიუხედავად უიმედო მდგომარეობისა, მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელები შემართებით ხვდებიან მრისხანე მეტოქეს, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ისღა დარჩენიათ გულშემატკივარს თავი ლამაზი თამაშითღა დაამახსოვრონ, თორემ ლა ლიგაში დარჩენის პერსპექტივა ამ გუნდმა კარგა ხანია დაკარგა.
გალისიური კლუბის უდავო ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი, კაპიტანი კარლოს კალვოა. ამ ფეხბურთელმა "ვალენსიასთან" დაპირისპირებაში დიდებულად ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა. "ხერესის" მესვეურები სწორედ ამ მოთამაშეზე ამყარებენ იმედებს. გუნდშია მარიო ბერმეხო, რომელიც ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ საეჭვოა სამეფო კლუბთან რაიმე ღირებულის შექმნა მოახერხოს.
როგორც კაპიტანი, კალვო კარგი ლიდერია, გასულ სეზონში მან 17 გოლის გატანა მოახერხა, რაც ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია. "ხერესის" ღირსებას კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა იცავს, სახელად მომო. ეს ფეხბურთელი გასულ წელს "დეპორტივოში" ირიცხებოდა, მაგრამ ლა კურუნიელებთან ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ შედარებით დაბალი დონის გუნდში გადასვლა არჩია.
"ბარსელონას" ყოფილი მოთამაშე ვიქტორ სანჩესი "ხერესის" განაცხადშია. ეს ფეხბურთელი გასულ წელს ჩაირიცხა გალისიურ კლუბში და მას შემდეგ ამ გუნდის ღირსებას იცავს.
"ხერესს" შემადგენლობის მხრივ არანაირი პრობლემა არ გააჩნია, მასპინძლები მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გავლენ და წარმატების მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯებიან. რაც ყველაზე მნიშნველოვანია პირველ გუნდს შეუერთდა სიდი კეიტა, რომელმაც ტრავმა გასულ ტურში მიიღო.
"ხერესის" განაცხადი
რენანი, ჩემა, მორენო, ლეანდრო, აიტამი, კასადო, რედონდო, მენდოსა, კეიტა, ვიკუეირა, აბელი, მომო, ანტონიტო, კარლოს კალვო, კალუსტიცა, ვიქტორ სანჩესი, ბერმეხო და მიჩელი.
————––––რენანი–––––––––––
რედონდო–გიოდა–აიტამი–კასადო
———კეიტა––––მორენო——––––
ვიქტორი—––კალვო—––მომო–––
––––––––ბერმეხო––––––––––––
მადრიდის "რეალს" შემადგენლობის მხრივ საკმაო პრობლემები აქვს. "თეთრებს" ისედაც არასახარბიელო ფორმაში მყოფი კარიმ ბენზემა და გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ხოსე მარია გუტიერესი დააკლდებიან. ფრანგ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთზე აქვს პრობლემები, ხოლო გუტის კოჭის ტრავმა აქვს. სამაგიეროდ სამეფო კლუბს უნიჭიერესი ფეხბურთელი გონსალო სანჩეს იგუაინი დაუბრუნდა.
ერთი სასიხარულო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამართლდება ჩემი ვარაუდი. გუშინ პირველ გუნდთან ერთად 6 კანტერანო ვარჯიშობდა–მატეო, მარკოს ალონსო, კრისტიანი, ნაჩო და ხუანანი. ნებისმიერი მათგანი შეგვიძლია ვიხილოთ მოედანზე "ხერესთან" შეხვედრაში. გალისიური კლუბი არ არის ის მეტოქე, რომელთანაც ექსპერიმენტების ჩატარება ძნელი იქნება, პირიქით რეკომენდირებულია.
მადრიდის "რეალის" განაცხადი
კასილასი, ადანი, არბელოა, გარაი, რამოსი, მარსელო, ალბიოლი, გაგო, დიარა, ლასი, კაკა, დრენტე, ხაბი ალონსო, ვან დერ ვაარტი, მასკერა, რაული, კრიშტიანო რონალდო და გონსალო იგუაინი.
———––––––კასილასი–————–––––
რამოსი—ალბიოლი—გარაი—მარსელო
გრანერო–––——–ხაბი–—–––—–ლასი
———-–––––––კაკა–––––––––––––––
——––რონალდო––––––პიპიტა——-––
პელეგრინის გუნდს გამარჯვების კარგი შანსი აქვს. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე უიქენდზე კატალონიის "ბარსელონა" მადრიდს ეწვევა, ოღონდ არა "ბერნაბეუს" არამედ "ატლეტიკოს" სტადიონს. ექსპერტთა აზრით, დიდი შანსია "ბლაუგნარამ" ქულები დაკარგოს და სამეფო კლუბს ხელფეხი გაეხსნას, გუარდიოლას გუნდი "როხო ბლანკოს" შესუსტებული შემადგენლობით ეწვევა. კატალონიელებს პიკე, ია ია ტურე, რაფა მარკესი და დანი ალვეში. ასე, რომ წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრები გველის.
ავტორი: Kevlisha
- 13 თებერვალი 2010
- 1 818
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.