მოდრიჩი:„ჩემ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რა მოხდება“
ლუკა მოდრიჩმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მადრიდში თამაშის დროს ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და პროფესიულად გავიზარდე. სულ მალე ჩემ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდება, ვინაიდან მე-200 მატჩს გავმართავ.“
„ყოველთვის რთულია, როდის ტრავმის გამო მოედანზე ვერ გადიხარ. გარეთ ბეილმა ძალიან ბევრი გააცდინა, მაგრამ უკვე გვიბრუნდება და გუნდის დახმარებას სულ მალე შეძლებს. უელსელი ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს.“
„სამი მცველით თამაში? ამ ტაქტიკის რამდენიმე სახით ინტერპრეტირება შეიძლება. როდესაც უკან სამი მცველი დგას, განაპირა მცველებს გაცილებით მეტი მობილურობის საშუალება ეძლევათ.“
„ჩვენ გვსურს, რომ „კარდიფის“ ფინალში მონაწილეობა მივიღოთ, ამისთვის კი პირველ რიგში „ნაპოლის“ დამარცხება მოგვიწევს, ხოლო შემდეგ უკვე ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. მძიმე მატჩს ველი.“
„ვიგოს „სელტასთან“ დაპირისპირებაში გარკვეული შეცდომები დავუშვით, რომელსაც იტალიელებთან აღარ გავიმეორებთ.“
„ეჭვი არ მეპარება, გულშემატკივარი მხარს მხურვალედ დაგვიჭერს. ბერნაბეუზე ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა, მაგრამ როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ისმის მოტივაცია იმატებს.“
„მიხარია, რომ მარადონა მადრიდშია. იმედი მაქვს ის არ ითამაშებს. (იცინის). არგენტინელმა ლეგენდამ უდიდესი ეპოქა შექმნა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ.“
- 14 თებერვალი 2017
- 6 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.