ბეილი თებერვლის ბოლოს მოედანზე გავა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, გარეთ ბეილი თებერვლის ბოლოს მოედანზე გასვლას შეძლებს...
უელსელის აღდგენითი პროცესი დასასრულს უახლოვდება. გარეთი კლუბთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ თანაგუნდელებივით სრულ დატვირთვას ვერ იღებს.
Jugones-ზე დაყრდნობით, ბეილი ამ კვირის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ახლა გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაბრუნება თვის ბოლოსთვის მოხდება.
100%-ით შეიძლება იმის თქმა, რომ „ნაპოლისთან“ მატჩში, რომელიც იტალიაში გაიმართება, უელსელი მოთამაშე მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
- 14 თებერვალი 2017
- 2 311
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.