აღდგენითი ვარჯიში, ბეილი გუნდს დაუბრუნდა
დასვენების დრო არ არის, ამიტომ ზინედინ ზიდანმა დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა...
ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, დღეს ნაკლები დატვირთვით ირჯებოდნენ, დანარჩენებმა კი ზიზუს ყველა დავალება შეასრულეს.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი გარეთ ბეილის დაბრუნებაა, რომელიც დღეს გუნდთან ერთად იყო და არაერთი დავალება შეასრულა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გავა უელსელი მოედანზე. მედიკოსთა ვარაუდით ის 2-3 კვირაში 100%-ით მზად იქნება, თუმცა შესაძლოა ყველაფერი დაგეგმილზე ადრეც მოხდეს.
- 12 თებერვალი 2017
- 12 644
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.