რონალდო ლიონის კარის აღებას ეცდება
კრიშტიანო, რონალდომ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს პოზიციის დათმობას ჩემპიონთა ლიგაზე და მას სურს ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდეს, ასევე რონალდოს სურვილია ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ბომბარდირთა ცხრილის სათავეში მოქცევა.
"მე ავიღებ ლიონის კარს. ყველანაირად ვეცდები, რომ ფრანგებს გოლი გავუტანო და ამის განვიმტკიცო ჩემი პოზიციები ბომბარდირთა დავაში, საფრანგეთში აუცილებლად გვმართებს გოლის გატანა, რათა ბერნაბეუზე უფრო მშვიდად ვიყოთ".
"როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას ვიცავდი, მითამაშია ფრანგების წინააღდეგ, ჩემი აზრით "ლიონი" არ არის გადაულახავი ბარიერი, საჭიროა ჭკვიანური თამაში და ყველაფერი უმაღლეს დონეზე გამოვა, ჩემი გუნდის 1/8 ფინალიდან გამოვარდნა გამორიცხულია, ჩვენ აუცილებად გადავლახავთ ფრანგულ ბარიერს და ვეცდებით ჩემპიონთა ლიგის მოგებას".
"2010 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მეათე თასი ბერნაბეუზე უნდა დარჩეს, ამ ტიტულის აღმართვა უდიდეს ბედნიერად ჰგვრის ადამიანს, მინდა ეს სიხარული კიდევ ერთხელ და მრავალჯერ განვიცადო მადრიდის "რეალთან" ერთად, ჩვენ დიდი მიზნები და გეგმები გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ".
- 12 თებერვალი 2010
- 1 681
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.