მარსელო:„ტანოს ტრავმამ შემზარა“
მარსელო ვიეირამ „ოსასუნასთან“ დაპირისპირება შეაფასა...
„მოხარული ვარ, რომ მოედანზე დავბრუნდი და კარგად ვითამაშე. მძიმე შეხვედრა გვქონდა, მასპინძლები ბოლომდე იბრძოდნენ.“
„ნაჩო ფერნანდესი წარმოუდგენელი მოთამაშეა. ის ყველა პოზიციაზე თანაბრად გამოიყურება. სადაც იტყვის მწვრთნელი, იქ დგას ნაჩო და აჩვენებს უმაღლეს კლასს.“
„სერხიო რამოსი ჩემი ნამდვილი ძმაა. ვამაყობ ესპანელი ფეხბურთელით და მიხარია, რომ წლების მანძილზე ერთად ვართ.“
„ტანოს ტრავმამ შემზარა, მან ძალიან დიდი ტკივილი იგრძნო.“
„ვიმედოვნებ, დანილოს დაზიანება სერიოზული არ იქნება.“
- 12 თებერვალი 2017
- 4 743
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.