ზიდანი:„დანილომ მძიმე დარტყმა მიიღო“
„ოსასუნას“ დამარცხების შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...
„გამომდინარე იქედან, რომ ლა ლიგის ლიდერები ვართ, ყველა კვირაში დიდი ნერვიულობა მოგვიწევს, ვინაიდან პოზიცია გვექნება შესანარჩუნებელი, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ.“
„პამპლონელები აგრესიულად თამაშობდნენ, ჩვენ კი ამას ველოდით, მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ.“
„პირველ ტაიმში არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა რეალიზაციის ასპექტში მოვიკოჭლეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მეთი შემართება გვჭირდებოდა.“
„ფაქტია, რომ „რეალი“ პირველ ადგილზეა, „ოსასუნა“ კი მეორეზე, მაგრამ უშეღავათო ბრძოლას ჰქონდა ადგილი.“
„15 დღე არ გვითამაშია, რამაც ენერგიის აღდგენის საშუალება მოგვცა, ახლა კი 3 დღეში ერთხელ ასპარეზობა მოგვიწევს.“
„ხამესი თამაშში კარგად ჩაერთო და გუნდს გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა.“
„დანილომ მძიმე დარტყმა მიიღო, ზუსტი დიაგნოზის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი.“
- 12 თებერვალი 2017
- 2 785
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.