რობერტო კარლოსი "ლიონი"- "რეალის" მატჩზე საუბრობს

სამეფო კლუბის ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან მიმოიხილა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სიანტერესო მატჩი ლიონსა და რეალს შორის, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება.

"ამ მატჩს დიდი ინტრიგა ექნება, დარწმუნებული ვარ ფრანგები ყველაფერს გააკეთებენ "ბლანკოსის" დასამარცხებლად, თითქოს ლიონიდან ყოველ წელს მიდის გუნდის წამყვანი მოთამაშე და ეს კლუბი სუსტდება მაგრამ ასე არ არის, ფრანგებს ძალიან კარგი კოლექტივი გყავთ, მათ არ სჭირდებათ შეთამაშება, რადგან იქ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც წლების მანძილზე გამოდიან ერთად. რეალს ნამდვილად არ ელის იოლი გასეირნება საფრანგეთში".

"როდესაც მე რეალის ფეხბურთელი ვიყავი ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდს რამდენჯერმე შევხდით და სასურველი ანგარიში ვერცერთ მატჩში ვერ დავაფიქსირეთ, ისინი ყოველთვის დიდი მონდომებით თამაშობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენს დასამარცხებლად. ლიონში საოცარი ატმოსფეროა, ამ გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ფანები, რომლებიც გუნდს ბოლომდე უჭერენ მხარს, გულშემატკივართა მხარდაჭერა კი ნებისმიერი გუნდისთვის დიდი სტიმულის მიმცემია".

"სამეფო კლუბმა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავება შეძლო და ამან მისცა იმის საშუალება, რომ მეორე დასკვნითი მატჩი ბერნაბეუზე გაიმართოს, ეს მადრიდისთვის უპირატესობად უნდა მივიჩნიოთ, რა ანგარიშითაც არ უნდა დამთავრდეს თამაში საფრანგეთში, ყველა ვარიანტში მეოთხედფინალისტის ბედი ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაირკვევა. პელეგრინის შეგირდებმა ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოიყენონ და ეცადონ გოლის გატანას საფრაგეთში, გასვლაზე გატანილი გოლი მათ დიდ თვითდაჯერებულობას მისცემს და ესპანეთში გაცილებით უფრო გონებამახვილურ თამაშს ვიხილავთ".

"კაკა და კრიშტიანო რონალდო ნელ-ნელა უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენებას იწყებნენ, ეს ორი ვარსკვლავი გუნდს უკვე შეეწყო და მათ გარეშე "ბლანკოსი" რთულად წარმოსადგენია, დარწმუნებული ვარ ჩემი თანამემამულე და პორტუგალიელი დიდ როლს ითამაშებენ რეალის წარმატებაში ლიონის წინააღმდეგ, მერვედფინალიდან გამოვარდნა კატასტროფის ტოლფასი იქნება, მითუმეტეს ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა ჩატარდეს, მსურს, რომ 2010 წლის ჩემპიონი სწორედ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, მადრიდის "რეალი" გახდეს".

"არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო თეთრების დაცვის კარგ თამაშზე, რაულ ალბიოლმა ყველას დაანახა, რომ უმაღლესი კლასის მცველია და მისი ადგილი ისეთ გრანდშია, როგორიც "ბლანკოსია". მე მას პირადად არ ვიცნობ მაგრამ მისი თამაშები უხვად მაქვს ნანახი, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მას და პეპეს შეუძლიათ შექმნან დაცვის გაურღვეველი დუეტი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო იქნება, მაგრამ მანამდე ჯერ ადრეა, რადგან პეპეს ტრავმა აქვს მოსაშუშებელი".

"მანუელ პელეგრინი უმაღლესი დონის სპეციალისტია, მე ვაფასებ ასეთი დონის მწვრთნელებს, ჩილელს არაფერი ეშლება, მე მომწონს მისი ტაქტიკური მონახაზები, ვაფასებ სიმკაცრის და წესრიგის მოყვარულობას. ამ მწვრთნელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საკუთარი გუნდი აქციოს მსოფლიოში საუკეთესოდ, მე მჯერა მისი და ვფიქრობ, რომ მანუელი თავისი საქმის დიდი ოსტატია. "ლიონი"-"რეალის" მატჩში ძალიან დიდ როლს ითამაშებს მწვრთნელთა ტაქტიკური მონახაზი და მე ჩილელის იმედი მაქვს, მჯერა, რომ იგი შეძლებს იმ ტაქტიკის შერჩევას, რომელიც გაამართლებს და საბოლოო ჯამში წარმატების მომტანი იქნება სამეფო კლუბისთვის".

  • Hala
  • 12 თებერვალი 2010
  • 1 878
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)