ლასანა დიარა: "თუ ჩემპიონობა გვსურს, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ"
მადრიდის რეალის საყრდენმა ნახევარმცველმა ვრცელი ინტერვიუ მისცა RealMadridTV-სა და RealMadrid.Com-ს
- ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
- უკეთესად, თუმცა ოპტიმალური ფორმაში ჯერ არ ჩავმდგარვარ, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ყველაფერი რიგზე იქნება
- გასულ სეზონში თქვენ ყოველთვის იყავით ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი, წელს კი ყველაფერი შეიცვალა, კლუბში ბევრი ნახევარმცველია და სათამაშო დროც ნაკლები გაქვთ, ეს დადებითდ მოქმედებს თქვენზე თუ უარყოფითად?
- ძლიერ კლუბებში ყოველთვის ასეა და მწვრთნელი იმ ფეხბურთელს ათამაშებს, რომელიც უკეთეს ფორმაშია. ამიტომ მე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყო. აქედან გამომდინარე გუნდისთვის ეს დადებითი მოვლენაა, ვინაიდან ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს და მოიპოვოს მწვრთნელის ნდობა.
- თქვენ ძალიან მცირე დროში გაიარეთ ადაპტაცია და მოერგეთ ლა ლიგას. როგორ ფიქრობთ ეს ინგლისის ჩემპიონატში ასპარეზობის დამსახურება ხომ არ არის?
- რა თქმა უნდა. მე ინგლისის ორ უდიდეს კლუბში ვითამაშე და ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე იქ ყოფნისას. მე ვიასპარეზე მსოფლიოს დონის ვარსკვლავების გვერდით და მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ხელში გავიარე, ამ ყველაფერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემგან მაღლი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბებაში.
- ესპანეთში მსაჯების საკითხი ძალიან აქტუალურია. რა განსხვავებაა ინგლისელ და ესპანელ არბიტრებს შორის?
- ინგლისელებს აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. იქ უფრო უხეში ფეხბურთია, იგივე მანერაში რომ გამეგრძელებინა თამაში, როგორც ამას ბრიტანეთში ვაკეთებდი, ძალიან ბევრ ყვითელ ბარათს მივიღებდი. ყველაზე მეტად სწორედ ეს პრობლემა მაწუხებდა, თუმცა ნელ-ნელა ამასაც მივეჩვიე.
- მიმდინარე სეზონში თქვენ უფრო ხშირად ერთვებით შეტევებში და გოლის გატანაც კი მოახერხეთ ეს ხაბი ალონსოს დამსახურებაა?
- ალონსო შესანიშნავი პარტნიორია, იგივე შესანიშნავად შლის მეტოქეთა შეტევებს და კიდევ უფრო კარგად ანაწილებს ართმეულ ბურთს. კლუბისთვის ეს შესანიშნავია, ვინაიდან კლუბის ბურთის ფლობის პროცენტული რაოდენობა ძალიან მაღალია, რაც მე მაძლევს საშუალებას უფრო ხშირად ჩავერთო შეტევაში.
- თქვენ მასთნ ინგლისურად ლაპარაკობთ თუ ესპანურად?
ორივე ენაზე.
- მადრიდის რეალში გადმოსვლის შემდეგ, რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შტაბეჭდილება?
- სერხიო რამოსმა. იგი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია, ჩემი აზრით სერხიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ძალიან მიხარია მის გვერდით რომ მიწევს თამაში.
- რას იტყოდით ესპანეთზე?
- ძალიან მომწონს აქაურობა, ხშირად აქაური ამინდი ლონდონისას ჰგავს. რაც ყველაზე მთავარია ესპანეთში სიმშვიდეა, აგრეთვე შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ... სიმართლე რომ გითხრათ, გარეთ ხშირად არ გავდივარ, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს აქაურობა.
- რომელი კერძი მოგწონთ ყველაზე მეტად?
- ძალიან მომწონს სპელა და ზღვის პროდუქტი.
- რეალს კიდევ ერთი ფრანგი კარიმ ბენზემა შეუერთდა. რას იტყვით მასზე?
- მე მას ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ მადრიდის რეალს შეუერთდა. მის გვერდით თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და აგრეთვე სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ერთმანეთთან ფრანგულად ვლაპარაკობთ. კარიმი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და ეს მისი პირველი ტრანსფერია, ამიტომ მას დრო ჭირდება, რომ ახალ თნაგუნდელებს შეეგუოს. ჩემი აზრით მას მადრიდის რეალში დიდი მომავალი აქვს.
- სამომავლოდ მისგან რას ელით?
- მას შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი. ის ძალიან დიდ დროს ატარებდა ოჯახთან ერთად, ახლა კი იგი სულ მარტოა და ამიტომ გაუგრძელდა ადაპტაციის პერიოდი. ვფიქრობ წელიწადში ან წელიწადნახევარში ბენზემა ყველას დაანახებს თავის რეალურ ძალას.
- როდესაც ბენზემაზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლიონიც...
- ეს შესანიშნავი გუნდია და მათ ძალიან აკლიათ კარიმი, თუმცა ახლა ამ კლუბს სხვა ფეხბურთელებით უწევს თამაში. ვფიქრობ ბენზემა ყოფილ კლუბს ერთ ან ორ გოლს გაუტანს.
- მზად ხართ კვლავ ჩაერთოთ საჩემპიონთალიგო ბრძოლაში?
- რა თქმა უნდა. ლიონთნ ძალიან რთული მატჩი გვექნება, ვინაიდან ამ კლუბს ძალიან უყვარს ძლიერ კლუბებთან თვის გამოჩენა, თუმცა ჩვენთვის მთავარია ვითამაშოთ ჩვენი თამაში და ყველაფერი დადებითად დასრულდება.
- თქვენ შემდეგი მატჩი ხერესთან გიწევთ, მართლია ისინი ლა ლიგის აუტსაიდერები არიან, მაგრამ საკმაოდ კარგი დაცვა ყავთ და მათი კარის აღება ცოტა არ იყოს რთულია. თქვენი აზრით მათი დამარცხება ძნელი იქნება?
- მოწინააღმვდეგის დაუფასებლობა ხშირად ცუდი შედეგით სრულდება, ჩვენ ხერესს ზერელედ არ ვუყურებთ და სერიოზული შემართებით ვემზადებით მატჩისთვის. თუ ჩემპიონობა გვსურს, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ.
- უგულშემატკივრებთ ატლეტიკოს ამ ტურში?
- დიახ, ვფიქრობ მათ ძალიან რთული მატჩი ექნებათ. ბარსელონა ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს განსაკუთრებით საკუთარ კედლებში.
- ძალიან რთული სეზონი გექნებათ, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი გელით, საფრანგეთმა კი რთული ეტაპი განვლო...
- რაც ანრის შემთხვევაში მოხდა, შეიძლება ყველა ფეხბურთელს მოუვიდეს. მე ვწუხვარ ირლანდიელების გამო, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ახლა ამაზე საუბარი აღარ ღირს, დროა მსოფლიო თასისთვის მზადება დავიწყოთ.
სტატიის ავტორი: Sandrika
-
- 12 თებერვალი 2010
- 1 524
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.