2006 წლის მუნდიალის გმირი - ზინედინ ზიდანი

საინტერესო სტატია ზინედინ ზიდანზე...

მსოფლიო ფეხბურთი ბევრ უდიდეს ლეგენდას დაუტოვია ისე რომ სევდა გაჰყოლია, ვერ მოუგია სანუკვარი ტიტული(მიშელ პლატინი,პაოლო მალდინი,რობერტო ბაჯო,ლოთარ მათეუსი,ფენომენი...); მაგრამ ზინედინ ზიდანი არის გამონაკლისი, მან წააგო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ის წავიდა ფეხბურთიდან სკანდალურად და ბევრისთვის სევდიანადაც, მაგრამ მაგ კაცს ყველაფერი მოგებული ქონდა, ზიზუმ თავისი მისია ფეხბურთში შეასრულა და წავიდა ისე როგორც დიდ ადამიანს და პიროვნებას შეეფერებოდა, მისმა წასვლამ აატირა მილიონიბთ ქომაგი, თამამად შეიძლება იმის თქმა რომ თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და ბევრისთვის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ფეხბურთიდან წავიდა ისე რომ მან ყველას დაანახა თუ რამდენად დიდი ადამიანია, მან თავისი მისია შეასრულა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში და წავიდა...

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ძალიან დიდი მოლოდინით ელოდნენ. 2002 წლის სკანდალური მუნდიალის შემდეგ გულშემატკივარს ქონდა იმედი, რომ იხილავდა ნამდვილ ფეხბურთს და უდიდესი მოთამაშეებს ბრწყინვალე თამაშს. როგორია გულგრილად იყო განწყობილი მუნდიალის წინ, რომლის მოგების ბოლო შანსი ექნებათ: ზინედინ ზიდანს, ლილიამ ტურამს, ფაბიენ ბარტეზს, ლუიშ ფიგუს, ოლივერ კანს, კაფუს, რონალდოს, რობერტო კარლოსს, ერნან კრესპოს...

ფინალური ეტაპი გერმანიაში ჩატარდა. ტურნირის ფავორიტებად მასპინძლებს, ბრაზილიის და საფრანგეთის ნაკრებებს ასახელებდნენ. ფინალური ეტაპის წინ მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ ის ბრწყინვალე კოლექტივს შეკრავდა რომელიც მუნდიალის ფავორიტი იქნებოდა. მე არ მოგაწყენთ თავს მთლიან ტურნირზე საუბრით, უბრალოდ განვიხილოთ საფრანგეთის ნაკრების მსვლელობა...

ფრანგები, რომლთა ფორმალური მთავარი მწვრთნელი რაიმონ დომენიკი გახლდათ G ჯგუფში მოხვდნენ შვეიცარიის, ს.კორეის და ტოგოს ნაკრებებთან ერთად. პირველი ორი მატჩი ფრანგებმა ფრედ ითამაშეს. შვეიცარიასთან 0:0 და ს.კორეასთან 1:1, ერთადერთი გოლი ტიერი ანრიმ შეაგდო. ბოლო ტურში კი ფრანგებმა 2:0 დაამარცხეს ტოგო პატრიკ ვიერას და ტიერი ანრის გოლებით. საფრანგეთის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი იყო რაღათქმაუნდა ზიზუ, მაგრამ რეალურად თუ გადავხედავთ ამ გუნდის თამაშებს და დავაკვირდებით ზიდანის და დომენიკის მოქმედებებს მივხვდებით, რომ ზინედინი არის მთავარი მწვრთნელი დომენიკი კი მისი თანაშემწე. სწორედ ზიზუ აძლევდა მითითებებს ფრანგებს და ის იყო ამ გუნდის წინამძღოლი ყველანაირად, ზინედინ ზიდანმა 2006 წლის მუნდიალზე ნაკრების თავკაცობაც ითავა. მერვედფინალში კი საფრანგეთის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იყო. აქ კიდევ უფრო გამოჩნდა ზიდანის „მწვრთნელური“ თვისებები. ანგარიში ესპანელებმა გახსნეს დავიდ ვილას პენალტით. პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ფრენკ რიბერიმ აღადგინა წონასწორობა. მატჩის 83-ე წუთზე პატრიკ ვიერამ თავური დარტყმით დააწინაურა საკუთარი ნაკრები. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ზიზუმ ელეგანტურად ჩამოიცილა კარლეს პუიოლი საჯარიმოში და შანსი არ დაუტოვა იკერ კასილასს - 3:1. მეოთხედფინალში კი გაიმართა სუპერმატჩი, საფრანგეთი-ბრაზილია. მთელი მსოფლიო ელოდა ანრი-ფენომენის და გაუჩო-ზიდანის დაპირისპირებას. ამ 4 ვარსკვლავიდან კი ბრწყინავდა ზიზუ, მან ერთი კარგი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა ბრაზილიის ნაკრებს. მაგრად ჟღერს არა? კაფუს, კარლოსს, ჟუნინიოს, კაკას, გაუჩოს, ფენომენს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარო, მაგრამ ეს ესე იყო, ზინედინ ზიდანი მოედანზე შეუჩერებელი იყო. 57-ე წუთზე სწორედ მის მეირ ჩაწოდებულ ჯარიმას გამოეხმაურა ტიტი და გაიყვანა ზიდანის გუნდი ნახევარფინალში. აქ კი ზიზუმ პენალტით გადაწყვიტა მატჩის ბედი და საკუთარი ნაკრები გაიყვანა ფინალში, რომელიც ბერლინში იმართებოდა. ზინედინ ზიდანმა გააკეთა ყველაფერი, შეაგდო გოლები, არიგა პასები, იყო ლიდერი, იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაგრამ 9 ივლისს ბერლინის ოლიმპშტადიონზე დაიწყო ფინალი ლიპის იტალიის წინააღმდეგ...ფრანგებმა აქტიურად დაიწყეს და შეხვედრის მე-6 წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა, ორაციო ელზონდომ მალუდას წაქცევისთვის საჯარიმოში დანიშნა თერთმეტმეტრიანი. ბურთთან კი რათქმაუნდა ზიზუ მივიდა. ლეგენდარულმა ფრანგმა იმ დროისთვის მსოფლიოში ნომერ პირველ კიპერს, მუნდიალის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, იტალიის კაპიტანს და ლიდერს გაუტანა „პანენკას“ სტილში. ნომერ პირველი მიზეზი თუ რას ნიშნავს იყო ზინედინ ზიდანი, მისთვის ჯანლუიჯი ბუფონიც კი „არაფერს წარმოადგენს“. ამის მერე იტალიელები გააქტიურდნენ და მე-19 წუთზე პირლოს ჩამოწოდებულ კუთხურს მარკო მატერაციმ შეუშვირა თავი და გაათანაბრა ანგარიში. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პირველი დამატებითი ტაიმი 0:0. მეორე დამატებითი დროის 109 წუთზე კი მოხდა ფაქტი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთი შეძრა და ფეხზე დააყენა, კადრში გამოჩნდნენ მარკო მატერაცი და ზიზუ, უცბად ზიდანი შეტრიალდა და თავი ჩაარტყა მარკოს მკერდში, ის მოედნიდან გააძევეს...როგორც მერე გაირკვა მატერაცის ზიდანი გაუღიზიანებია და შეურაცყოფა მიუყენებია ზიზუს ავადმყოფი დედისთვის. რის გამოც დიდი ლეგენდა მოიქცა ისე როგორც ნებისმიერ კაცს შეეფერება. ზიზუმ კაპიტნის სამკლაური მოიხსნა, წავიდა გასახდელისკენ, ჩაუარა თასს რომელიც თავისი დუბლით მოიგო ნაკრებმა 8 წლის წინ და ამ თასს ზედაც კი არ შეხედა. ეს კი იყო ნიშანი იმისა რომ ზიდანი ფეხბურთიდან წავიდა, წავიდა ისე რომ თავის უკანასკნელ წელს შეასრულა თავისი მისია, მიიყვანა საფრანგეთის ნაკრების ფინალამდე, გაიტანა ფინალში და იქ მოხდა ფაქტი რომელმაც აიძულა ზიზუ დაეტოვებინა სტადიონი. ამ ფაქტს უამრავი ლეგენდა თუ ექსპერტი გამოეხმაურა, ყველა თანხმდება იმაზე რომ ზიზუ მართალია, მატერაცი კი არაკაცი. რაც არ უნდა მოიგო, რითიც არ უნდა მოიგო, მთავარი ადამიანობაა და კაცობაა, მატერაციმ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთში, კაცობრიობაში დაიმკვიდრა „არაკაცის“ სტატუსი, რომელიც მზად არის გასცეს ყველაფერი რათა მიაღწიოს მიზანს. ზიზუმ კი ამითი არც არაფერი არ დაკარგა, ის ათმაგად საპატივსაცემო გახდა, მსოფლიო ჩემპიონატი? ეგ მაგ კაცმა 1998 წელს მოიგო.

ზინედინ ზიდანი არის ადამიანი რომელმაც მოიგო ყველაფერი, თანაც მოიგო ისე რომ იმ ტურნირებზე იყო საუკეთესო, გაქონდა აბსოლიტურად ყველა მნიშვნელოვან მატჩში ან აკეთებდა საგოლე გადაცემას, ის გადამწყვეტ მატჩებში ყოველთვის საოცარი იყო. ზიდანი იყო ფეხბურთელი რომელსაც ქონდა ყველაფერი, ის იყო გენიოსი, ზიზუ არის თანამედროვეობის, ბოლო 16 წლის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელი და მისნაერი ჯერ არ დაბადებულა. ამას კი ყველა დაინახავს ვისაც აქვს ნანახი მისი თამაშები, მაგრამ ის რომ ეს კაცი არის უდიდესი ადამიანი მან ყველას 2006 დაგვანახა, ჩაუარო მსოფლიო თასს ისე რომ ზედაც არ შეხედო ეს საოცრებაა, არ აქვს მნიშვნელობა გაგდებენ თუ გცვლიან, ეს ხომ ის თასია რომლის ცოცხლად ნახვაც კი ბევრის ოცნებაა, მაგრამ არა ზიდანისთვის...

წახვიდე ფეხბურთიდან ღირსეულად ძალიან კარგია და შეიძლება ეს გაიმეორონ კიდეც მომავალში, მაგალითად ისე როგორც ნაკრებიდან წავიდა პელე, მოიგო რა მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ წახვიდე ფეხბურთიდან ისე როგორც ზინედინ ზიდანი წავიდა, ეს თითქმის წარმოუდგენელია, იყო საკუთარი ნაკრების კაპიტანი, ლიდერი, მწვრთნელი, საუკეთესო მოთამაშე და აატირო მილიონობით გულშემატკივარი, ჩაუარო მსოფლიო თასს ისე რომ ზედაც არ შეხედო - შეძლებს ამას ვინმე?...

2006 წელს ფენომენალური იყო ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, მაგრამ ტურნირის „გმირი“ ზინედინ ზიდანი გახლდათ.

სტატიის მოწოდებისთვის დიდი მადლობა ვებ-გვერდის მომხმარებელს - Zidane The King

  • Hala
  • 7 თებერვალი 2017
  • 3 033
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)