ზიდანის ოცნება
მადრიდის ,,რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მას ძალიან სურს ,,რეალმა" გაიმეოროს 1998 წელი, როდესაც საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ეს წლები ერთმანეთს შეადარა იმით, რომ 1998 წლის ფინალი საფრანგეთში გაიმართა, ხოლო წლევანდელი ლიგის საბოლოო მატჩი ,,სანტიაგო ბერნაბეუზეა".
,,ვიმედოვნებ, რომ ,,რეალი" წარმატებას მიაღწევს, როგორც ეს საფრანგეთის ნაკრებმა გააკეთა და ფინალში ბრაზილიას მოუგო. ბოლოს ,,თეთრებმა" ლიგა 2002 წელს მოიგეს და მე ვამაყობ იმ წელით. მინდა წარმატება ვუსურვო მადრიდულ კლუბს" განაცხადა ზიდანმა.
ინფორმაციის წყარო:real-fc.com
- 12 თებერვალი 2010
- 1 783
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.