ზიდანი:„არ შემიძლია გადმოვცე, რას ნიშნავს მარსელოს არყოფნა“

ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

„მიუხედავად იმისა, რომ სამეფო თასს გამოვეთიშეთ, ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან ლა ლიგაში 1 ქულით ვუსწრებთ მეტოქეს, თანაც იმ ფონზე, რომ კიდევ ერთი დაპირისპირება რეზერვში გვაქვს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია სხვაობა 4 ქულამდე გავზარდოთ. ასევე ბრძოლას განვაგრძობთ ჩემპიონთა თასზე. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრირება და ისეთი თანმიმდევრულობის დაცვა, როგორიც პირველ წრეში გვქონდა.“

„ძალიან მკაცი გულშემატკივრები გვყავს, ისინი მუდამ გამარჯვებას ითხოვენ და ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენ მადრიდის „რეალი“ ვართ. ბერნაბეუზე მყოფი პუბლიკა ყოველთვის დიდ მოტივაციას გვაძლევს.“

„ჩვენი მეტოქე „ლა კოპას“ დაემშვიდობა და სრული კონცენტრაცია ლა ლიგაზე გადმოიტანა, რაც ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. ეჭვი არ მეპარება, რთული მატჩი გველის, მაგრამ 3 ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავიღებთ.“

„დანილო მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის. „სელტასთან“ განვითარებულმა მოვლენებმა ბრაზილიელ ფეხბურთელზე საშინლად იმოქმედა. განაპირა მცველს გულშემატკივრების და თანაგუნდელების თანადგომა სჭირდება.“

„კარიმ ბენზემას უკან მე ვდგავარ. ფრანგი ფეხბურთელი ყოველთვის გვაჩვენებს ბრძოლისუნარიანობას, ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, რომელსაც მადრიდული გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. „ცხრიანს“ ბოლომდე ვენდობი და მის შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.“

„კრიტიკა ადვილი საქმეა, რომლის კეთება ყველას შეუძლია, კარგი თამაში კი დიდი ბრძოლის და შრომის შედეგად მოდის. ჩვენ მოვისმენთ საფუძვლიან შენიშვნებს, უაზრო ბრალდებებს კი პასუხსაც არ გავცემთ.“

„მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გზავნილი გამოგვიგზავნა და გაგვამხნევა. ყოველთვის ვგრძნობთ მის მხარდაჭერას, ის შესანიშნავი მმართველია.“

„ყველა ფეხბურთელს მაქსიმუმის გაკეთებას ვგრძნობ. მე ვფიქრობ, რომ წინა ხაზში პრობლემები არ გვაქვს. კარიმი შესანიშნავი ფორვარდია, ასევე შეგვიძლია ალვარო მორატას და მარიანოს გამოყენება, რომლებიც ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ბრწყინვალედ გამოდიან, მათი იმედი ყოველთვის მაქვს.“

„მარსელოს ტრავმა მადრიდის „რეალისთვის“ უდიდესი დანაკლისია. შეუძლებელია გადმოვცე ის პრობლემები, რომლებიც ბრაზილიელის არყოფნის გამო გუნდში იქმნბება, ის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს.“

„ხამეს როდრიგესის აღდგენითი პროცესი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, მას დამატებითი პრობლემები შეექმნა, მაგრამ მომდევნო კვირაში აუცილებლად დაგვიბრუნდება.“

„კოენტრაუს მდგომარეობა ახლა უკვე დამაკმაყოფილებელია, გაუთავებელმა ტრავმებმა ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლეებიც შეუქმნა. იმედი მაქვს მე და მთელ გუნდს, რომ ფაბიო ჩვეულ ტემპში მუშაობას განაგრძობს, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ დაზიანებების გამო ხშირად ვერ ახერხებს გუნდის დახმარებას. გავიხსენოთ ძველი დრო, როდესაც კოე ნამდვილად ბრწყინავდა.“

  • Hala
  • 28 იანვარი 2017
  • 5 928
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)