"მონტეპაში" 83 - 76 მადრიდის "რეალი"

მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდმა მარცხი იწვნია იტალიაში "სიენას" წინააღმდეგ.

თეთრებმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყეს. აქტიურები იყვნენ ველიჩკოვიჩი და ტომიჩი. ამ კარგმა სტარტმა შედეგზეც იმოქმედა და სამეფო კლუბი 4 ქულით წინ გაიჭრა, მაგრამ იტალიელები გონს მალე მოვიდნენ და პირველი პერიოდი სწორედ მათი წარმატებით დასრულდა (26-16).

მადრიდულმა კლუბმა მეორე პერიოდშიც იგდო ხელთ თამაშის სადავეები. ისინი აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ "სიენას" ერთ-ერთი მოთამაშე მცინტირი ნამდვილად ბრწყინავდა. მან მოაგროვა 30 ქულა და "მონტეპაშის" შეტევებს სათავეში იდგა (45-35).

"რეალი" უპირატესობას მეორე ტაიმშიც დაეუფლა. ძალიან კარგად თამაშობდა ლავრინოვიჩი. ლული და ჟარიჩი კი სამქულიანი ტყორცნებით გამოირჩეოდნენ. კაუკენასი კი "რეალს" დაეხმარა 5 ქულით სხვაობის შემცირებაში (64-59).

მატჩის ბოლო პერიოდში კი თეთრები მარტო შეტევებზე ფიქრობდნენ და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ადგილობრივმა გუნდმა მატჩი ბოლოს მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (83-76).


ინფორმაციის წყარო:realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 21
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (15)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)