ზიდანი:„ჩემ ფეხბურთელებს ვერაფერში დავადანაშაულებ“
ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ დაფიქსირებული ყაიმის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ ნახევარში ძალიან ინტენსიური და სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ, თუმცა გოლის გატანის ნაცვლად საკუთარ კარში მივიღეთ ბურთი. ჩემ ფეხბურთელებს ვერაფერში დავადანაშაულებ, ისინი ბოლომდე ირჯებოდნენ.“
„დასვენება გვჭირდება და იმაზე ფიქრი, რომ ორ ჩემპიონატში მოღვაწოებას განვაგრძობთ, სადაც წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს.“
„გულდაწყვეტილები ვართ, „ლა კოპაზე“ გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვსურს.“
„გუნდმა ბევრი იბრძოლა და ცდილობდა სასურველი შედეგისთვის მიეღწია, მაგრამ როგორც სცანს, პირველ მატჩში განცდილმა მარცხმა ყველაფერი გადაწყვიტა.“
„ბენზემა და მორატა მობილურად მოქმედებენ, ორივე ფორვარდი ძალიან გვჭირდება, ვინაიდან სეზონის გადამწყვეტი მომენტი სულ მალე დადგება.“
„სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და მუშაობას განვაგრძობთ. თებერვლის მეორე ნახევრამდე ტრავმირებულ ფეხბურთელთა 75% დაგვიბრუნდება, რაც ჩვენს რესურსს არსებითად გაზრდის.“
- 26 იანვარი 2017
- 5 752
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.