ექსპერტის აზრი ლიგის 1/8-ზე
დღეს ცნობილმა ესპანელმა ექსპერტმა რელანომ, ანალიზი გააკეთა 6 ყველაზე დაძაბულ მატჩზე, თუ როგორი თამაშები იქნება ლიგის 1/8.
რელანო ლიონზე და რეალზე: ”იქნება ძალიან დაძაბული მატჩი, ალბათ ფავორიტის გამოყოფა ძნელი იქნება, მაგრამ მე მაინც ”რეალს” ვანიჭებ უპირატესობას. ”ლიონში” იქნება ჩაკეტილი თამაში, რის გამოც წესების დარღვევაც ხშირად იქნება, ყველაფერი კი ”ბერნაბეუზე” გადაწყდება."
რელანო მილანი და მანჩესტერზე: ”აქ ფავორიტის გამოყოფა ძნელია, მაგრამ მაინც მანჩეტსერის მოგებას ვფიქრობ მე. თამაში იქნება ძირითადად შეტევაზე ორიენტირებული და სწრაფი. ”სან სიროზე” კი ძალიან უკომპრომისო თამაში იქნება”.
რელანო ბაიერნი და ფიორენტინაზე:”პროვინციულმა გუნდმა თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. რის გამოც გამორიცხული არაფერია, მაგრამ ”ბაიერნს” დაუბრუნდა რიბერი, რაც გუნდს ძალიან წაადგება. მე მაინც იტალიელების მოგებას ვფიქრობ”.
რელანო ოლიმპიაკოსი და ბორდოზე: ”ორივე გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია, ორივე გუნდი საოცრებებს ჩადის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როცა ერთი დონის გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგრამ მე ”ოლიმპიაკოსის” მოგებას ვფიქრობ”.
რელანო ინტერი და ჩელსიზე: ”აქ ძნელია ფავორიტის დასახხელება, მაგრამ იქნება შემტევი თამაში ნაჩვენები, რის გამოც გოლები მრავლად იქნება, ჩემი აზრით ამ მატჩს მოიგებს ”ინტერი””.
რელანო პორტო და არსენალზე: ”ეს იქნება სრულიად წარმოუდგენელი მატჩი და მისი წინასწარ პროგნოზირება ძნელი იქნება, ამ მატჩში ფავორიტი ”არსენალია, მაგრამ ”პორტოს” დიდი ამბიციები ამოძრავებს”.
ინფორმაციის წყარო:Marca.Com
სტატიის ავტორი:buxu
- 12 თებერვალი 2010
- 2 298
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.