ზიდანი:„ძალიან ცუდი იქნება თუ რამოსი კარიერას ოქროს ბურთის გარეშე დაასრულებს“
ზინედინ ზიდანმა „მალაგასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდი ბედნიერია, ვინაიდან უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ვისურვებდი, რომ მეტი მომენტი ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ გამარჯვება უპირველესია.“
„დასვენება გვესაჭიროება. ორიენტაცია სამეფო თასზე უნდა გადავიტანოთ. ოთხშაბათს საღამოს უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. ვიგოელების დამარცხება 2 ბურთის სხვაობით გვმართებს.“
„სერხიო რამოსი ნამდვილი ლიდერი და ღირსეული კაპიტანია. ესპანელმა მცველმა დუბლი შეასრულა და გუნდისგამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ძალიან ცუდი იქნება, თუ სერხიო კარიერას ოქროს ბურთის მოგების გარეშე დაასრულებს.“
„ლუკა იმიტომ შევცვალე, რომ მცირე დისკომფორტს გრძნობდა. რისკი არ ღირს.“
„მარსელოს მდგომარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით ვერ მოგახსენებთ. ხვალ, მოდრიჩი და მარსელო სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.“
„დანილოს მოედანზე გაყვანა მინდოდა, მაგრამ მან გუშინდელ ვარჯიშზე მცირე ტკივილები იგრძნო, ამიტომ სასტარტოში ნაჩო გამოჩნდა, იძულებული ცვლილების დროს კი თამაშში ისკო ჩავრთე.“
„ლუკას ვასკესი მართლაც ფენომენალური ფეხბურთელია. ესპანელს დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს ის არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. მიზეზი? რა თქმა უნდა პოზიცია.“
„მოთამაშეებს უყვართ ქომაგები, გულშემატკირები კი ყოველთვის დიდ თანხას იხდიან იმაში, რომ საყვარელ გუნდს მხარი დაუჭირონ. ჩვენ ყოველთვის დიდ მადლობას ვეუბნებით მადრიდულ პუბლიკას, რადგან დიდ სიყვარულს ვგრძნობთ. ფანები ყოველთვის მომთხოვნები არიან და დამაჯერებელი გამარვება სურთ, ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია.“
„ის, რომ კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდუ ბოლო თამაშებში ეფექტურები არ არიან ნამდვილად არ მაშფოთებს, ჩემი მთავარი საფიქრალი ლაზარეთის შევსებაა. ფაქტია, რომ სასტარტო შემადგენლობის დაკომპლექტება ძალიან მიჭირს, ვინაიდან გუნდის წამყვანი ფეხბურთელები და ნამდვილი ლიდერები რეაბილიტაციის პროცესს გადიან.“
„ის, რომ ზამთრის ჩემპიონები გავხდით, ნადვილად სასიამოვნო და საბოლოო წარმატების წინაპიროაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამით არაფრითვის მიგვიღწევია. აღებულ გეზს არ უნდა გადავუხვიოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. სეზონის შეფასება მხოლოდ მაისის ბოლოს იქნება შესაძლებელი.“
- 21 იანვარი 2017
- 6 285
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.