რამოსი:„ყოველდღიურად თასზე ვფიქრობ და ეს ფიქრები არ მშორდება“
სერხიო რამოსმა „მალაგასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვიყავით, ზედიზედ 2 მატჩის წაგების შემდეგ გამარჯვება გვესაჭიროებოდა. მიხარია, რომ გუნდის გამარჯვებაში წვლილი შევიტანეთ. ყოველდღიურად თასზე ვფიქრობ, ვინაიდან ლა ლიგის მოგება ძალიან მომენატრა.“
„დღევანდელი გამარჯვება ფსიქოლოგიურ მუხტს მოგვცემს. გუნდი გადაღლილია, მაგრამ რთული კალენდარი ჩვენთვის უცხო ხილი არ არის. ერთიანობას შევინარჩუნებთ და ვეცდებით, მაქსიმუმს მივაღწიოთ.“
„ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“
„მეტი ტემპი? ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს. „სელტასთან“ მატჩამდე უფრო დიდი დროა, ვიდრე წინა მატჩიდან დღემდე გვქონდა, ახლა კი ვეცდებით, რომ უფრო აგრესიულები ვიყოთ.“
- 21 იანვარი 2017
- 2 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.