გრანერო: მთავარია სტაბილურობა
სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ესტებან გრანერომ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც მან რამდენიმე თემა მიმოიხილა...
"მადრიდის რეალი შესანიშნავ ფორმაშია და თამაშს თამაშზე იგებს, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, მე პირადად ბოლო მატჩებში მომეცა საკუთარი ძალების დამტკიცების შანსი და ვფიქრობ ურიგოდ ნადმვილად არ მითამაშია, მე ყველანაირად ვცდილობდი გუნდის დახმარებას და ნაწილობრივ გამომივიდა კიდეც".
"მთავარი სტაბილურობაა, აღებული ტემპის დაგდება ჩვენთვის დამღუპველი იქნება, რადგან ქულების დაკარგვა წარმოუდგენელია, თითოეული ფეხბურთელი ცდილობს შეინარჩუნოს საუკეთესო კონდიცია და დახმარება გაუწიოს გუნდს, თუ ტემპს არ დავაგდებთ და სტაბილურად ვითამაშებთ, ქულათა მაქსიმუმის აღებას შევძლებთ".
"ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება, ჩვენი მეტოქე ფრანგული ლიონია. კარიმ ბენზემას ამ გუნდის შესახებ ჩვენთან ბევრჯერ უსაუბრია, მანუელ პელეგრინიმ კარგად იცის, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს და დიდი ძალის დახარჯვა მოგვიწევს მათ დასამარცხებლად, მაგრამ უკვე დროა გავცდეთ 1/8 ფინალს, რომელიც გარკვეულ ბარიერად იქცა მადრიდის რეალისთვის", ჩვენ ვეცდებით ჩემპიონთა ლიგის მოგებას, წლევანდელი წლის მიზანი ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის მოგება იქნება, ხოლო მომავალი სეზონიდან "რეალი" ყველა იმ ტურნირის მოგებას შეეცდება, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას"- განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.
- 11 თებერვალი 2010
- 1 451
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.