დევიდ ვილია წასვლაზე ალაპარაკდა
დევიდ ვილიამ დღეს თავის პრესკონფერენციაზე ისაუბრა, მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ და მან ამას აბსოლიტურად ლოგიკური უწოდა.
დევიდ ვილია:”მე და ჩემი აგენტი ყველა შემოთავაზებას განვიხილავთ, არც არაფერს გამოვრიცხავთ. ჩემი მთავარი მიზანია სამხრეთ აფრიკაში გასმართი ტურნირისთვის კარგად მოვემზადო, ამისთვის კი ცივი გონებით უნდა ვიმოქმედო”.
”უკვე მრავალი წელია ”ვალენსიაში” ვთამაშობ და არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე კლუბი გამოვიცვალო, მითუმეტეს როცა ჩემით გრანდები არიან დაინტერსებულნი”,-განმარტა ესპანელმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ვალენსიას ლიდერის შეძენა ბევრ გრანდს სურს, ეს კლუბები არიან:მანჩესტერ ”იუნაიტედი”, მადრიდის ”რეალი, ლონდონის ”ჩელსი”, მანჩესტერ ”სიტი”, ”ბარსელონა” და ”ლივერპული”.
ინფორმაციის წყარო:EUROSPORT.RU
სტატიის ავტორი:BUXU
- 11 თებერვალი 2010
- 1 987
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.