ზიდანი;„მადრიდის „რეალს“ ღირსეული და საამაყო კაპიტანი ჰყავს“
„სევილიასთან“ მარცხის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფენრეცია გამართა...
„ფაქტი იყო, რომ ადრე თუ გვიან წავაგებდით, ყველა მატჩის წაუგებლად დასრულება წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო 5 წუთში კონცენტრაცია დავკარგეთ და დავისაჯეთ კიდეც.“
„ეს დაპირისპირება სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და ვეცადოთ, მომდევნო პაექრობაზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. „სელტა“ კარგი გუნდია და ბოლომდე იბრძოლებს.“
„სისტემა იმიტომ შევცვალე, რომ ზედიზედ მესამედ ვეთამაშებოდით ისეთ გუნდს, როგორიც „სევილია“ გახლავთ.“
„მოტივაცია ძალიან დიდია, ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი და ვამაყობ მათით. 40 მატჩიანი წაუგებელი სერიის დაფიქსირება დიდ შრომასთან არის დაკავშირებული.“
„ჩემი აზრით, „სევილიას“ ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია. ანდალუსიელები დიდი შემართებით თამაშობენ.“
„სერხიო რამოსი მადრიდის „რეალის“ საამაყო კაპიტანია. საკუთარ კარში გატანილი გოლი? ამისგან არავინაა დაზღვეული.“
„3 დღეში ერთხელ თამაში გვიწევს, ამიტომ როტაცია გარდაუვალია. ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მივიღე ვიგოელებთან მატჩის წინ.“
- 16 იანვარი 2017
- 5 807
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.