საშინელი პირობები ,,ხერესში"
შაბათს მადრიდის ,,რეალი" ,,ხერესს" დაუპირისპირდება გასვლაზე და ყველა ვარაუდობს, რომ ,,თეთრები" მოწინააღმდეგეს გაანადგურებენ, მითუმეტეს გუნდში ბრუნდება რონალდო, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ,,ხერესში" საშინელი პირობებია.
რა თქმა უნდა ამინდიც საკუთარ საქმეს გააკეთებს. ამას, რომ თავი დავანებოთ სტადიონი ,,ჩაპინი" უსაზიზღრეს მდგომარეობაშია. წინა ტურში ამ გუნდს ,,ოსასუნა" ესტუმრა და მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა შემდეგი რამ განაცხადეს: ,,ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. პრიმერაში მოთამაშე კლუბს ამგვარი სტადიონი არ უნდა ჰქონდეს". ამას კიდევ უნდა დავუმატოთ ის, რომ ზამთარი მოვიდა და სავარაუდოა მატჩის დროს წვიმა. ,,ხერესი" ვარჯიშებს ძალიან ხშირად მართავს, რაც კიდევ უფრო აფუჭებს მოედნის გაზონს.
,,ჩაპინზე" მოედნის საფარი ბოლო ს 2002 წელს გამოცვალეს. იმის მერე სტადიონის უმნიშვნელო ნაწილები რემონტდება. კლუბის ხელმზღვანელობას მართებს ნორმალური სტადიონის გაკეთება.
სტადიონზე ისეთი მდგომარეობაა, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია კომბინაციური თამაში. ასევე დიდი საშიშროებაა ტრავმებისა. ,,ხერესის" დამრიგებელი კარლოს კალვო კი რონალდოზე საუბრობს: ,,მიუხედავად ჩვენი ცუდი სტადიონისა, არამგონია კრიშტიანუს გაუჭირდეს ლამაზად ტამაში, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მას მართებს დაძლიოს სტადიონის ფაქტორი".
ინფორმაციის წყარო:as.com
- 11 თებერვალი 2010
- 1 974
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.