„სევილიასთვის“ ყველაფერი მზად არის
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა დღეს დასკვნითი ვარჯიში გამართეს...
„სევილიასთან“ მატჩისთვის ყველაფერი მზად არის. ზინედინ ზიდანის გუნდმა სამეფო თასის შემდეგ მეორე ვარჯიში გამართა, ხვალ კი კვლავ ანდალუსიაში ვიზიტი და ადგილობრივ კლუბთან ურთიერთობის გარკვევა მოუწევს.
მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი ბურთთან ერთად ვარჯიშზე და მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშზე გაამახვილა.
კეპლერ პეპე და გარეთ ბეილი აღდგენით პროცესს განაგრძობენ. გუნდთან ერთად არ იყო ფაბიო კოენტრაუც, რომელიც დღეს მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში გარჯით შემოიფარგლა.
- 14 იანვარი 2017
- 1 905
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.