მარკოს ალონსო-განაცხადში ყოფნის კანდიდატი
ბრაზილიელმა მარსელომ ვარჯიში სხვადასხვა მიზეზების გამო გამოტოვა, რაც იმის მაუწყებელია, რომ შანსი ეძლევა მადრიდის ,,რეალის" კანტერანოს მარკოს ალონსოს.
მარკოსი მანუელ პელეგრინიმ ვარჯიშზე მიიწვია. ,,ვალდებასზე" ასევე იყო მარსელოც. მან მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა ჩილელს და ამის შემდეგ ის ექიმებმა გასინჯეს და გაუშვეს. სავარაუდოდ ბრაზილიელის ალტერნატივა სწორედ ალონსო იქნება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მანუელი არაფრით არ ენდობა ჰოლანდიელ როისტონ დრენტეს, რომელმაც ბოლოს ,,ალკორკონთან" იასპარეზა. საერთო ჯამში კი როისტონს მხოლოდ და მხოლოდ 105 წუთი აქვს მოედანზე ნათამაშები.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 11 თებერვალი 2010
- 1 500
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.