რაული. გეზი შტატებისკენ
ამერიკას სურს რაულის ხილვა.
"ელ-კაპიტანო" იგივე რაულ გონსალესი შესაძლოა შეერთებულ შტატებში აღმოჩნდეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "მეფეთა" კაპიტანს სერიოზული შემოთავაზებები აქვს ამერიკის შეერთებული შტატებიდა, კერძოდ კი "რედ ბული" არის დაინტერესებული მისი შეძენით.
როგორც ირკვევა მათი ინტერესი ახალი სულაც არ გახლავთ, ისინი ჯერ კიდევ გასულ სეზონში ცდილობდნენ რაულის შეძენას, მაგრამ ამაზე უარი თავად გონსალეს ბლანკომ განაცხადა. ახლა კი როდესაც მას უფრო და უფრო ნაკლები სათამაშო პერიოდი რჩება მით უფრო გამალებით ცდილობენ "რედ ბულის" ხელმძღვანელები მის შეძენას. მათ სურთ ელ- კაპიტანომ ერთი სეზონი მაინც ჩაატაროს "MLS"-ში.
ამერიკელთა გაშმაგებული ინტერესის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ შტატების ფედერაციას გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ სოკერი იგივე ფეხბურთი წამოწიონ და მას პოპულარობა გაუზარდონ საკუთარ ქვეყანაში. ამისათვის კი რაული იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "რედ ბულს" ასევე ანრის შეძენაც აქვს გადაწყვეტილი.
რაულის აგენტის თქმით ეს ყვალაფერი მხოლოდ ფეხბურთელის გადასაწყვეტია და მეტი არავის. იმდენად დიდ თანხას იხდიან ამერიკელები, რომ ამ წინადადებაზე უარის თქმა ძნელია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაულს ასევე ყატარშიც ეპატიჟებიან და იქაც საკმაოდ სოლიდურ თანხას სთავაზობენ.
რეალის ხელმძღვანელობის თქმით რაულს უფლება აქვს გადაწყვეტილება თავად მიიღოს და ხუნტა დირექტივა პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას როგორიც არ უნდა იყოს ის.
ინფორმაციის წყარო: "marca. com"
by: aqilevs
- 11 თებერვალი 2010
- 1 929
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.