ზიდანი:„ვერ შევადარებ ამ გუნდს და იმ „რეალს“, რომელშიც მე ვთამაშობდი“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „გრანადასთან“ ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„თითოეული მატჩის მოგებას უპირველესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლამაზი თამაში და სტადიონზე შეკრებილი პუბლიკისთვის სიამოვნების მინიჭება.“
„მეტოქეს პატივს ვცემდით და დიდი მონდომებით ვეთამაშეთ. პირველიდან ბოლო წუთამდე მადრიდის „რეალმა“ ინტენსიური ფეხბურთით დაგვამახსოვრა თავი.“
„თამაშის დაწყებამდე თითოეულ ფეხბურთელს მოვუწოდებდი, რომ ძალები არ დაეზოგათ და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ებრძოლათ, ამისთვის დიდი მადლობა მათ.“
„კრიშტიანომ რაც მოიგო, ყველაფერი დაიმსახურა, ის დიდებული ფეხბურთელია. დღევანდელ დაპირისპირებაში „შვიდიანი“ კიდევ ერთხელ დაფასდა და კიდევ ერთი ტრიუმფი ნადვილ ვარსკვლავებთან ერთად აღნიშნა.“
„არ შემიძლია შევადარო ეს გუნდი, რომელსაც ვწვრთნი და ის გუნდი, რომელშიც მე ვთამაშობდი, რადგან უამრავი განსხვავებაა. მთავარი ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბრძოლისუნარიანობას და ერთობას.“
„საშობაო არდადაგებმა შესანიშნავად ჩაიარა, ფეხბურთელებს განტვირთვის საშუალება მიეცათ, რაც ძალიან კარგია. მოხარული ვარ, რომ შეგირდები გუნდში მებრძოლი სულისკვეთების დაბრუნდნენ და 2017 წელს უკვე ორი მატჩის მოგება მოახერხეს, თანაც დამაჯერებელი თამაშითა და ანგარიშით.“
„საკუთარი კარის მშრალად შენახვა არამხოლოდ მეკარისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის არის სასიხარული. ეს იმას ნიშნავს, რომ შეტევაში ყველაფერს კარგად აკეთებ და ამავდროულად დაცვაც მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
„როტაცია? მე ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან ფეხბურთელებმა ძალების გადანაწილება მოახერხონ. საბედნიეროდ, გუნდში შესაბამისი რესურსი არსებობს და მოთამაშეებს შეუძლიათ მაღალ დონეზე ასპარეზობა. გუნდში 24 შეგირდი მყავს, მათგან ყველა იღებს სათამაშო დროს და ეხმარება გუნდს.“
„კატალონიის „ბარსელონას“ რეკორდი? სასიამოვნოა, რომ უკვე 39 მატჩი დავაფიქსირეთ წაუგებლად, თუმცა ყველაზე მთავარი ამ შეხვედრებში წარმატების შედეგად მოპოვებული ჯილდოებია.“
„ახლა ველით ანდალუსიაში ვიზიტს, სადაც ვეცდებით, რომ ტრადიცია არ დავარღვიოთ და კვლავ წარმატებას მივაღწიოთ. „ლა კოპაზე“ წარმატების მიღწევა ძალიან გვსურს, ვინაიდან ვთვლით, რომ ეს ტურნირი საკმაოდ პრესტიჟული და კონკურენტუნარიანია, სადაც თითოეული გუნდი ბოლომდე იხარჯება.“
- 8 იანვარი 2017
- 7 351
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.