ზიდანი:„როდესაც რონალდუ არ თამაშობს, ის გასახდელში ლიდერობს“
ზინედინ ზიდანმა „გრანადასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მიუხედავად იმისა, რომ 3 დღეში ერთხელ მატჩის გამართვა გვიწევს, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. აღდგენითი პროცესი რთულად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ვალი კარგად თამაშია. ისე უნდა ვიასპარეზოთ, როგორც „სევილიასთან“, ამ შემთხვევაში „გრანადელთა“ დამარცხება არ გაგვიჭირდება, ეს გუნდი საკმაოდ აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებს.“
„ძალიან მსიამოვნებს მადრიდის „რეალში“ ყოფნა. ჯერ ფეხბურთელის რანგში ვიცავდი კლუბის ღირსებას, ახლა კი ანალოგიურს მწვრთნელის რანგში ვაკეთებ. უკვე 1 წელია ბედნიერი დღეები თენდება.“
„44 წლის ვარ. მოგეხსენებათ, ეს არ არის დიდი ასაკი ისეთი გუნდის მწვრთნელობისთვის, როგორიც „რეალია“, მაგრამ ვცდილობ, ყველა გამოწვევას მაქსიმალურად ვუპასუხო.“
„ხამეს როდრიგესი „სევილიასთან“ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და მეტოქის კარში 2 გოლის გატანა შეძლო. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა დიდი ენერგია გამოამჟღავნა, ანალოგიურს ვთხოვ, კოლექტივის ყველა წევრს.“
„კმაყოფილი ვარ მარკო ასენსიოს ასპარეზობით, რომელმაც დაცვითი ფუნქციებიც შესანიშნავად შეასრულა და ყველა ბურთზე უშეღავათოდ იბრძოდა.“
„უეფას სასტარტო თერთმეტეულში მადრიდის „რეალის“ 4 ფეხბურთელი მოხვდა. ვამაყობ, რომ ჩემი შეგირდები საუკეთესოებად დასახელდნენ.“
„კრიშტიანო რონალდო ყველა მატჩში აღარ მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან მისი გადატვირთვა არ შეიძლება. პორტუგალიელი ფეხბურთელი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ამიტომ მისი გადაატვირთვა არ შეიძლება. ურთულესი კალენდარი გვაქვს და ძალების გადანაწილება უნდა მოვახერხოთ.“
„რონალდუს უზარმაზარი ენერგია და მოტივაცია აქვს, რომელსაც სხვებსაც გადასცემს. როდესაც ის არ თამაშობს, გასახდელში შემოდის და ფეხბურთელებს მუხტავს, მისი სამუშაო მართლაც ფასდაუდებელია.“
„კრისი უნივერსალია, მას შეუძლია ცენტრ-ფორვარდად თამაში, ასევე გარემარბის პოზიციის მორგება და ასე შემდეგ.“
„არ მსურს მსაჯებზე საუბარი. შეცდომები ჩვენს წინააღმდეგაც ხშირად დაშვებულა, მაგრამ ამაზე აპელირებას აზრი არ აქვს. საკითხი დახურულია, მხოლოდ „გრანადასთან“ დაპირისპირებაზე ვარ ორიენტირებული.“
„მთელი ცხოვრება ფეხბურთზე ვფიქრობ და ასე იქნება მომავალშიც. მერწმუნეთ, ჩემი ფეხბურთელები ძალიან შრომატევად საქმეს აკეთებენ, ამის გაკეთება ყველას არ ძალუძს. ამისთვის დიდი მადლობა მათ.“
„წაუგებელი მატჩების სერია? დადგება დღე, როდესაც ნავსი გატყდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან გვიან მოხდება.“
„მე მომეცა შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენო. რისი შანსი? იმის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გავწვრთნა და მაქსიმალური შედეგევი მივიღო.“
- 6 იანვარი 2017
- 7 733
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.