ხამესი:„მე არსად არ მივდივარ“
ხამეს როდრიგესმა „სევილიას“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„შედეგით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან საკმაოდ დამაჯერებელი სხვაობა დაფიქსირდა. რაც შეეხება მეორე რაუნდს, ბოლომდე ბრძოლა გვმართებს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის, რადგან ჩვენი მეტოქე ანდალუსიური კლუბი გახლავთ, რომელიც უდიდეს გამოცდილებას ფლობს.“
„მსურს, რომ ყოველთვის კარგად ვითამაშო და ბოძებული შანსი გამოვიყენო. მოვიდა ახალი წელი და მსურს დავიწყო ახალი ცხოვრება. წასვლა? ნამდვილად გეტყვით, რომ ვრჩები.“
„საკუთარი თამაში მომეწონა, მაგრამ ვთვლი, რომ მომატება შემიძლია. მოხარული ვარ, რომ „რეალის“ ღირსებას ვიცავ, როდესაც ბერნაბეუზე ჩემი სახელი გაისმის, ნამდვილად უნიკალურია.“
- 5 იანვარი 2017
- 3 676
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.