ლასი: თავს კარგად ვგრძნობ
ლასანა დიარა შეხვდა ჟურნალისტებს და ინტერვიუ მისცა...
ბოლო მატჩებში არ გამოიყურებით სტაბილურად, რას მივაწეროთ ეს მდგომარეობა?
ვერ დაგეთახნმებით, ვფიქრობ ზუსტად იგივე დონეზე ვთამაშობ, მაგრამ საკუთარი თავის კმაყოფილი არასდროს ვარ, ვცდილობ უფროდაუფრო დავხვეწო თამაში.
მაშინ რატომ იყავით სათადარიგოთა სკამზე?
მანუელ პელეგრინიმ აირჩია ისეთი ტაქტიკა, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ხაბი ალონსოს დაყენებას საყრდენ ნახევარმცველად, ეს არის და ეს, ერთ მატჩში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არაფერს ნიშნავს.
როგორ შეაფასებდით გუნდში მიმდინარე მოვლენებს?
რა თქმა უნდა დადებითად. გუნდი წინ მიიწევს, ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ და ვცდილობთ მაქსიმალური შედეგის ჩვენებას, ცოტა ხანში "ბლანკოსი" უძლეველი იქნება.
როდის წააგებს ბარსელონა?
მე მხოლოდ მადრიდის რეალზე შემიძლია გესაუბროთ, კატალონიელებთან არანაირი საქმე არ მაქვს.
როგორ ფიქრობთ, შეძლებს რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას?
ჩვენ ამის შანსი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ფინალამდე ძალიან შორია. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს იმისათვის, რომ მაისის ბოლოს მოწინააღმდეგე გუნდთან ერთად სწორედ თეთრ მაისურში გამოწყობილი კლუბი გავიდეს ბერნაბეუზე, ჩვენ ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურბთ, იმედი მაქვს ფორტუნაც არ გვაქცევს ზურგს.
- 11 თებერვალი 2010
- 1 582
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.